უკრაინულმა გამოცემა "კომანდამ" 29 დეკემბრის ნომერში საუკეთესო უკრაინელი ფეხბურთელის გამოკითხვის შედეგები შეაჯამა
უკრაინულმა გამოცემა "კომანდამ" 29 დეკემბრის ნომერში საუკეთესო უკრაინელი ფეხბურთელის გამოკითხვის შედეგები შეაჯამა.

2011 წლის №1 უკრაინელ ფეხბურთელად კოლეგა-მოთამაშეებისა და მწვრთნელების მიერ კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ნახევარმცველი ანდრეი იარმოლენკო დასახელდა, ვინც 272 ქულა დააგროვა და ბევრით გაასწრო ხარკოვის "მეტალისტის" ბრაზილიელ ნახევარმცველ ტაისონს. ამ უკანასკნელს სულ 99 ქულა ერგო. მესამეზე გავიდა "შახტარისა" და უკრაინის ეროვნული გუნდის მეკარე ალექსანდრ რიბკა. მან სეზონის პირველი ნახევარი "ობოლონში" გაატარა.

ფიფას წინააღმდეგ სამოქალაქო სასამართლოში

შვეცარიულმა "სიონმა" ფიფას წინააღმდეგ სარჩელი ისევ სამოქალაქო სასამართლოში აღძრა. კლუბის იურისტები ამტკიცებენ, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტივა, რომლის თანახმად შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაცია ვალდებულია 13 იანვრამდე დასაჯოს "სიონი", ეწინააღმდეგება როგორც თავად ფიფას ნორმატიულ აქტებს, ისე შვეიცარიის კანონმდებლობას. მათი თქმით, ეს წმინდა წყლის ახირებაა, რომლის გატანის უფლებას ისინი ზეპ ბლატერს არაფრით არ მისცემენ.

ისაკსონი ელადაში მიდის

"ეინდჰოვენის" შვედი მეკარე ანდრეას ისაკსონის კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გასდის. კლუბთან თანამშრომლობას ის მომავალ წელს უკვე აღარ გეგმავს და ეს მან უკვე გულწრფელად განაცხადა.

როგორც "დე ტელეგააფი" წერს, ფეხბურთელმა კარიერა შეიძლება "ოლიმპიაკოსში" განაგრძოს. ბერძნული კლუბი სეზონის დასაწყისში სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა, მაგრამ პრეზიდენტმა ევანგელოს მარინაკისმა შემოდგომაზე აქციების ნაწილი გაყიდა, რისი წყალობითაც, შეიძლება ითქვას, რომ კლუბი ცოტა "ფერზე მოვიდა". როგორც ხედავთ, მარინაკისმა სატრანსფერო ბაზარზეც გასვლაც გადაწყვიტა და ერთ-ერთ პირველ სამიზნედ უმაღლესი დონის ფეხბურთელი ამოიღო.

აქვე გეტყვით, რომ იმავე "დე ტელეგააფის" მტკიცებით, პსვ-მ მოქმედ დამრიგებელ ფრედ რუტენთან შეთანხმებას მიაღწია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ისინი თამაშრომლობას აღარ გააგრძელებენ.

განაჩენი

"აიაქსის" შეშლილი გულშემატკივრისა და "ალკმაარის" მეკარე ესტებან ალვარადოს ჩხუბის კადრები ინტერნეტში მაინც ლამის მთელმა მსოფლიომ იხილა. ადამიანი, რომელიც აცხადებდა, ეს საქციელი იმიტომ ჩავიდინე, რომ 50 ევროს ნაძლევი მომეგოო, 30 წელიწადს "აიაქსის" თამაშების გარეშე, უახლოეს 6 თვეს კი თავისუფლების აღკვეთის ადგილას გაატარებს. ბრალდება საზოგადოებისგან მის იზოლაციას 10 თვით ითხოვდა, რადგან სამართალდარღვევა მისთვის პირველი არ იყო. მოსამართლემ პროკურორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა