გულშემატკივრებს არა მხოლოდ ჩოგბურთელთა თამაში და შედეგები, არამედ მათი პირადი ცხოვრებაც აინტერესებთ, კერძოდ, მოთამაშეთა მეორე ნახევრების ვინაობა
გულშემატკივრებს არა მხოლოდ ჩოგბურთელთა თამაში და შედეგები, არამედ მათი პირადი ცხოვრებაც აინტერესებთ, კერძოდ, მოთამაშეთა მეორე ნახევრების ვინაობა.

გარდა იმისა, რომ ბრუკლინ დეკერი ენდი როდიკის მეუღლეა, ის მსახიობი და მოდელიც გახლავთ. 2010 წელს ბრუკლინმა Sports Illustrated-ის გარეკანი დაამშვენა, რამაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა. გარდა ამისა, 24 წლის დეკერს წელს დებიუტი ჰქონდა დიდ კინოში - მან ადამ სენდლერთან და ჯენიფერ ენისტონთან ერთად ითამაშა ფილმში.

მოდელი და მსახიობი სარა ფოსტერი ცნობილი მსახიობების - ლეონარდო დი კაპრიოსა და ბენისიო დელ ტოროს ყოფილი შეყვარებულია. თუმცა ამ ლამაზმანის მორჯულება მხოლოდ ტომი ჰაასმა შეძლო, რომელსაც მოდელი ცოლად გაჰყვა. 2010 წლის 15 ნოემბერს წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ვალენტინა დაარქვეს.

კამილა ნევიე კვიპროსელი მარკოს ბაღდატისის ყოფილი ან ამჟამინდერი შეყვარებულია. როგორც იტყობინებიან, ეს ქალბატონი მარკოსს ფრანგი მოდელის მამინაცვალმა გააცნო, რომელიც ამავდროულად კვიპროსელის მწვრთნელი გახლავთ.

წელს იანკო ტიპსარევიჩი ხშირად ახარებდა გულშემატკივრებს თავისი წარმატებებით, მაგრამ განსაკუთრებით სასიამოვნო სანახავი იყო ტრიბუნებზე მისი მომხიბვლელი მეუღლე - ტელეწამყვანი ბილიანა სესევიჩი. მათ ერთმანეთი 2007 წელს გაიცნეს და 2010 წლის 4 ივლისს იქორწინეს.

ავსტრალიელი მსახიობის ბეკ კარტრაიტის გაცნობის შემდეგ, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ლეიტონ ჰიუიტმა გადაწყვიტა დრო ფუჭად არ დაეხარჯა და პირველი შეხვედრიდან ექვსი კვირის თავზე სთხოვა ხელი ბეკს. მსახიობი დათანხმდა და ჩოგბურთელს სამი შვილი და მყუდრო ოჯახი აჩუქა.

ჟურნალისტებს დიდი ხანი ჰქონდათ ეჭვი არგენტიელი ჩოგბურთელის გილერმო კანიასის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო. ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ სპორტსმენმა ფაბიან სემპრებთან არ გააბა რომანი. ფაბიანა წარმატებული ბრაზილიელი მოდელია. 2010 წელს ის Victoria’s Secret-ის თეთრეულის ჩვენებაში მონაწილეობდა. ლატვიელი ერნესტ გულბისის მწვრთნელი და ფაბიანა მალე დაქორწინებას აპირებენ.

სერბმა ვიქტორ ტროიცკიმაც გადაწყვიტა სხვებს არ ჩამორჩეს და შეყვარებული გაიჩინა. ეს არის მისი თანამემამულე მოდელი სუნსია ტრავიცა. ტროიცკის არჩევანი ნამდვილად არ დაეწუნება.

მარია ფანჩესკა პარელიო რაფაელ ნადალის ბავშვობის მეგობარია, ახლა კი ცნობილი ესპანელი ჩოგბურთელის შეყვარებული გახლავთ. ესპანელი ლამაზმანი ყველანაირად გაურბოდა პოპულარობას, ამიტომაც მას იშვიათად ვხედავდით ტრიბუნებზე რაფას მატჩების დროს. ნადალიც დიდი ხანი მალავდა თავის ურთიერთობებს ჩისკასთან, სანამ ეს უკანასკნელი სრულწლოვანი გახდებოდა.

კიდევ ერთი არავარსკვლავი ქალბატონი - ელენა რისტიჩი უკვე ხუთი წელია ხვდება თანამედროვე ჩოგბურთის მთავარ ვარსკვლავს ნოვაკ ჯოკოვიჩს. ისინი ერთმანეთს საერთო მეგობრებმა გააცნეს და მას შემდეგ წყვილი განუყრელია.

რისტიჩი ნოვაკის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ფანია და თავის შეყვარებულს პრაქტიკულად ყველა ტურნირზე გულშემატკივრობს. ელენაზე ისიც ცნობილია, რომ მილანში ფინანსებს სწავლობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა