თბილისის ჭადრაკის სასახლეში თეიმურაზ ლომაიას ტრადიციული მემორიალი დასრულდა
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა თეიმურაზ ლომაიას ტრადიციული მემორიალი, რომელშიც 8-16 წლის მოჭადრაკე გოგო-ბიჭები მონაწილეობდნენ.

დიდი ინტერესი გამოიწვია 8-წლიანთა შეჯიბრებამ, გოგონებში 7 შესაძლებლიდან ქულათა მაქსიმუმით პირველი ადგილი დაიკავა 6 წლის დიანა ლომაიამ. გამარჯვებულს 2-2 ქულით ჩამორჩა ოთხი მეტოქე. უკეთესი კოეფიციენტით მეორე-მესამე ადგილები ქეთი დავითურმა და მარი მირინაშვილმა გაინაწილეს.

დაძაბული აღმოჩნდა ამ ასაკის ბიჭების პაექრობა. ბოლო ტურში ერთმანეთს ძმები ლომსაძეები - ექვსი წლის საბა და რვა წლის ლაზარე (ორივეს დიდოსტატი დავით გურგენიძე ავარჯიშებს) დაუპირისპირდნენ, მათი პაექრობა ყაიმით დამთავრდა, რითაც ისარგებლეს გუბაზ ქუხილავამ და ბექა პატარაიამ - ძმების მსგავსად მათაც 6-6 ქულას მოუყარეს თავი. კოეფიციენტით მთავარი პრიზი საბა ლომსაძეს ხვდა. მეორე-მესამე ადგილებზე ქუხილავა და ლაზარე ლომსაძე გავიდნენ.

10-წლიანებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: გოგონები. 1. სალომე სანიკიძე (6 ქულა), 2. ლიზი კავილაძე (5,5), 3. მარი გურჯიევი (5). ბიჭები. 1. კოკა ბუკია (6,5), 2. ლუკა შამუგია (6), 3. ცოტნე მამულაიშვილი (5,5).

უკვე გაუწყეთ, რომ 12-წლიან გოგონებში ვადამდე გაინაღდა პირველი ადგილი ნათია ჯიბუტმა. მან გუშინდელი ორთაბრძოლაც მოიგო დაშვიდი შესაძლებლიდან 7 ქულა მოაგროვა. 5 ქულით მეორე იყო მარიამ შუბითიძე.

მესამე - დალი ნანეიშვილი (4,5 ქულა). ბიჭებში 6-6 ქულას მოუყარეს თავი საბა ამირიძემ, გიორგი თავზარაშვილმა და მიხეილ მუხიგულმა. კოეფიციენტით პირველი-მესამე ადგილებიც ამ თანმიმდევრობით გაიყვეს.

უფროს ასაკში ბოლო ტურის წინ მთავარი პრიზის მოპოვების შანსი რამდენიმე მოჭადრაკეს ჰქონდა, მათ შორის თანატოლთა შორის სამგზის საქართველოს ჩემპიონს, 13 წლის ნინო ხომერიკს, მაგრამ მან გადამწყვეტი პაექრობა ალექსანდრე ებრალიძესთან დათმო და 5 ქულით მე-3 ადგილს დასჯერდა (სამაგიეროდ, 14-წლიანებში იყო პირველი). ებრალიძემ 6 ქულით პირველობა არავის დაუთმო. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილი ერგო ვეფხვია ხუბულავას.

ტურნირში მონაწილე მოჭადრაკეთა შედეგებით შეფასდა მათი მწვრთნელების ნაღვაწიც. 149 ქულით პირველი ადგილი დავით გურგენიძემ დაიკავა. მას 32 ქულით ჩამორჩა გოგი მაჭარაშვილი. 100 ქულით ხვიჩა ბახტაძე მესამე იყო.

მარცხნიდან - საბა ლომსაძე, ნინო ხომერიკი, დავით გურგენიძე, ლაზარე ლომსაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!