"ვოლგის" ქართველი ნახევარცველი კლუბის ამბებზე გულახდილად გველაპარაკება
რა ხდებოდა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში", რატომ აითვალწუნეს ქართველები და აპრებენ თუ არა ისინი კლუბის დატოვებას? რუსული კლუბის ნახევარცველი ზურაბ არზიანი ამ თემებზე გულახდილად გველაპარაკება.

- საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ რუსეთში თამაში იოლი საქმე არ არის, შენ კი თბილისის "დინამოდან" "ვოლგაში" მოხვდი და უთამაშებელიც არ დარჩენილხარ.

- სიმართლე გითხრათ, საქართველოს ჩემპიონატში თამაში უფრო მიჭირდა. 13 წლიდან რუსეთში ვარ, იქაურ დონესა და მოთხოვნებს შევეჩვიე და, ეტყობა, მიზეზი ესაა.

- "ვოლგას" ქართველებთან საუბრისას უპირველესად ეს კითხვა იბადება - რჩები თუ არა გუნდში?

- ჩემთვის არავის უთქვამს, რომ გუნდს არ ვჭირდები, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება მომავალში. ვინც არ სჭირდებოდათ, ყველა დუბლებში გადაიყვანეს. სხვა საკითხია, ასე რატომ მოექცნენ.

- როგორც ვიცი, "ვოლგას" ფეხბურთელები შვიდი თვე ხელფას-პრემიებს ვერ იღებდით, ბოლოს კი მხოლოდ ორი თვის დავალიანება გაგისტუმრეს.

- ფინანასური პრობლემები იყო, მაგრამ ბოლოს დავალიანება მთლიანად გამისტუმრეს.

- თუმცა გავიგე, რომ "ვოლგას" ქართველები რუსეთის საფეხბურთო კავშირში კონტრაქტების გაწყვეტის მოთხოვნით სარჩელის შეტანას აპირებთ.

- ჯერ კლუბთან პრეტენზიები არ მაქვს, გარკვეული პრობლემების ისტერიკით მოგვარებაც არ მსურს. "ვოლგასთან" კონტრაქტი 2014 წელს კი მიმთავრდება, მაგრამ თუ ჩემს პრობლემებს დროულად არ მოაგვარებენ, მაშინ მეც გუნდის წინააღმდეგ წავალ და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებ.

- კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში რომელ გუნდში შეიძლება გიხილოთ?

- არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს. ჯერ "ვოლგაში" ვარ და ამ თემაზე საუბრის უფლებაც არ მაქვს. მერე რაიმე რომ შეიცვალოს, ცუდად გამოვა.

- "ვოლგა" ომარ თეთრაძემ და მამუკა ჯუღელმა დატოვეს, სალუქვაძე, გოგუა და ხოჯავა დუბლებში გადაიყვანეს. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ მავანთ "ვოლგაში" ბევრი ქართველი არ სიამოვნებთ.

- ბევრს ესიამოვნებოდა, რომელიმე ქართულ კლუბში 7-8 უცხოელი რომ იყოს?! ყველა ქვეყანაში თავისიანების გაზრდა და დაწინაურება სურთ, ამას კი ლეგიონერთა სიჭარბე აბრკოლებს. ეს ლოგიკურიც არის. აქვე ერთს ვიტყვი: "ანჟიში" შვიდი ქართველი თავს კარგად ვგრძნობდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამდენ დაღესტნელს, სომეხს ან აზერბნაიჯანელს ქართულ კლუბში ვერ ავიტანდით. ასე რომ, ნუ გვიკვირს, რუსეთში ბევრი ქართველი რომ არ სიამოვნებთ.

- "ვოლგაში" როგორ იყო საქმე?

- ცოტა სხვანაირად - გაღიზიანება გუნდში არა, მაგრამ პრესაში კი იგრძნობოდა. ეგაა, "ვოლგა" შეკრული გუნდი არ იყო, მეგობრობა და ძმური ურთიერთობებიც არ გვქონია. მეგობრები კი შევიძინე, მაგრამ ქართველებზე ზოგიერთი მაინც დაიბოღმა. ეს მათ პირშიც ვუთხარი. ბევრს მართლა ეწყინა, ხოჯავა, გოგუა და სალუქვაძე დუბლებში რომ გადაიყვანეს, მაგრამ ზოგსაც გაუხარდა. თუმცა ამის გამო პრეტენზია არავის გამოუთქვამს, არავის განუცხადებია, რომ ეს ისევ "ვოლგას" აზარალებდა - შეკრულ გუნდში კი ასე არ ხდება. ერთადერთმა მე ვკითხე მწვრთნელს, რატომ გადაიყვანეთ ისინი დუბლებში-მეთქი.

- რა გიპასუხა?

- ხელმძღავნელობამ გაუშვაო, მაგრამ მმართველობაში ისეთი ხალხი გვყავდა, დარწმუნებული ვარ, გაშვება-მოყვანის საქმეში ისინი არც ჩაერეოდნენ. ერთი მათგანი ერთ დრეს რომ გამეცნო, მეორე დღეს ვერც მიცნო. რა პრეტენზია უნდა ჰქონოდათ ხოჯავა-გოგუა-სალუქვაძესთან - ისინი ხომ კლუბის წამყვანი მოთამაშეები იყვნენ და ამით "ვოლგა" დასუსტდა?

იცით, რა მეწყინა? ეს ამბავი თითქოს ყველას ეწყინა, მაგრამ ბევრს ძალიანაც გაუხარდა, რადგან მათი დარჩენის შემთხვევაში ძირითადში მოხვედრის არანაირი შანსი არ ჰქონდათ.

- რუსეთის მოქალაქეობის გამო ჩრდილში ხარ მოქცეული და ნაკრებში შენს მიწვევაზეც არაფერი გვსმენია.

- სამწუხაროდ, ნაკრებში ჩემით არასოდეს დაინტერესებულან. სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, მაგრამ მათი მწვევისას ეს დაბრკოლება არ გამხდარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ