ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რკინის მაიკი: ჩემი აღარავის ეშინია

რკინის მაიკი: ჩემი აღარავის ეშინია

მაიკ ტაისონმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რინგზე აღარასოდეს დაბრუნდება
კრივში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა, ამერიკელმა მაიკ ტაისონმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რინგზე აღარასოდეს დაბრუნდება.

მაიკმა ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება და თავისი აზრი გამოთქვა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში დღევანდელი ჩემპიონების სტილის შესახებ.

ლეგენდარული მოკრივე ძმები კლიჩკოების მცველად გამოვიდა. მოგეხსენებათ, უკრაინელებს მოსაწყენი საბრძოლო სტილის გამო აკრიტიკებენ.

"ხალხს სურს იხილოს "დამანგრეველი" ჩემპიონი, მაგრამ ეს არ არის ობიექტური მოთხოვნა. კრივის არსი გამარჯვებაში მდგომარეობს, რასაც აკეთებენ კიდეც ვლადიმერ და ვიტალი კლიჩკოები. ისინი თითქმის არ უშვებენ შეცდომებს და თავიანთ შანსს კობრასავით არიან ჩასაფრებულნი.

ეს სანახაობრივად კარგი არ არის, მაგრამ წარმატებულია", - ამბობს ტაისონი.

45 წლის "რკინის მაიკი", რომელიც სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა, ინტერვიუში შეეხო მედიკამენტოზურ დამოკიდებულებას, რომელიც მას აქტიური სპორტული კარიერის დროს აწუხებდა: "არ ყოფილა და არ იქნება ისეთი მოკრივე, რომელიც იმდენ აბს ყლაპავდა, როგორც ამას მე ვაკეთებდი.

მე ვიყავი მრისხანე ახალგაზრდა ადამიანი, ნამდვილი ბუნტისთავი. კრივსა და ჩემს ეგოს ჭკუიდან გადავყავდი. თან ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა, არ მქონდა განვითარების საშუალება. მე გიჟი, შეშლილი, არანორმალური ვიყავი. ჩემი ცხოვრების პირველი ნაწილი თავად გავანადგურე. არასოდეს მეგონა, რომ 30 წლის ასაკს მივაღწევდი. ახლა მიხარია, რომ ცოცხალი ვარ".

"ნამდვილი, დაუმორჩილებელი მაიკი აღარ არსებობს, - ამტკიცებს ტაისონი. - ადრე შინ არასოდეს ვიჯექი, ახლა პირიქით არის. მოწყენილობა ჩემთვის უსაფრთხოებას ნიშნავს, მე ექსტრემალი ვარ, მხოლოდ თეთრსა და შავს ვარჩევ. ალკოჰოლს აღარ ვეტანები, არ ვეწევი, ნარკოტიკებს არ ვიღებ, არ მივირთვემ ისეთ საკვებს, რომელსაც ცხოველი გვაძლევს - ხორცს, რძეს, კვერცხს. ვჭამ ქიშმიშს, ტომატის წვნიანს, ვსვამ გვირილას ჩაის. ახლა 100 კილოგრამს ვიწონი, ორი წლის წინ კი ჩემი წონა 160კილოგრამი იყო. ჩემი თავი მძულდა".

ტაისონი, რომელსაც რინგზე 400 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული, კატეგორიულად გამორიცხავს სპორტში დაბრუნებას, არადა, ამჟამად 27-მილიონიანი ვალი გააჩნია: "მე უკვე აღარ შემიძლია ვინმეს შეშინება. ეს თვისება დიდი ხნის წინ მოკვდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა