ისევე როგორც 2011 წელს, გუნდები ოთხ სესიას ჩაატარებენ, რომელთა საერთო ხანგრძლივობა 15 დღე იქნება
რამდენიმე დღეში ფორმულა 1-ის საჯინიბოების ინჟინრები და მექანიკოსები საკუთარ ბაზებზე დაბრუნდებიან. გაგრძელდება მუშაობა ახალ ბოლიდებზე და მზადება ზამთრის ტესტებისთვის, რომელიც 7 თებერვალს აიღებს სტარტს.

ისევე როგორც 2011 წელს, გუნდები ოთხ სესიას ჩაატარებენ, რომელთა საერთო ხანგრძლივობა 15 დღე იქნება, მაგრამ, ამჯერად, 12 დღე სეზონის წინ ვარჯიშებს დაეთმობა, კიდევ ერთი სესია კი ჩემპიონატის მსვლელობისას გაიმართება.

ჩემპიონატამდე სამი ტესტი ესპანეთში გაიმართება, ევროპული ბაზების სიახლოვეს, რაც წარმოქმნილი პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის საშუალებას იძლევა, ხოლო გასვლითი ეტაპების შემდეგ გუნდები კიდევ ერთ სამდღიან ვარჯიშს 1-3 მაისს მუჯელოში ჩაატარებენ.

შარშან ტესტები ოდნავ უფრო ადრე - პირველ თებერვალს დაიწყო. ვალენსიაში პირველ ოთხდღიან სესიაზე თორმეტივე გუნდი ჩავიდა, თუმცა მაშინ, ყველანი არ მუშაობდნენ ახალ მანქანაზე. სავარაუდოდ, ამგვარი სცენარი ამჯერადაც განმეორდება, რადგან ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ მანქანის ტრასაზე გამოყვანამდე ყველა გუნდს დაავალა კრაშ-ტესტის გავლა.

ისევე, როგორც გასულ სეზონში, რამდენიმე გუნდი ტესტების დაწყებამდე მოაწყობს ახალი ბოლიდის პრეზენტაციას, ასე რომ, 6 თებერვალს ხერესის ავტოდრომი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცევა.

ტესტების განრიგი:

07-10/02 ხერესი, ესპანეთი

21-24/02 ბარსელონა, ესპანეთი

01-04/03 ბარსელონა, ესპანეთი

01-03/05 მუჯელო, იტალია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად