აბუ დაბიში ჩოგბურთის ვარსკვლავთა მონაწილოებით ტრადიციული საგამოფენო ტურნირი დასრულდა
აბუ დაბიში დასრულდა ტრადიციული საგამოფენო ტურნირი ჩოგბურთის ვარსკვლავთა მონაწილოებით. როგორც ყოველთვის, საემიროებში ჩავიდნენ როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი, მაგრამ ამჯერად მთავარი პრიზი დებიუტანტმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაისაკუთრა.

როგორც უკვე მოგიყევით, აბუ დაბიში ეს ტურნირი ზედიზედ მეოთხედ ჩატარდა. ფაქტობრივად, ეს გახლავთ მამაკაცთა ახალი სეზონის არაოფიციალური გახსნა. ჩვენი თხრობა ნახევარფინალების შემდეგ შევწყვიტეთ. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე დავიდ ფერერმა ესპანურ დერბიში მოუგო ნადალს, ჯოკოვიჩმა კი ფედერერი გაანადგურა.

ასე რომ, ნადალისა და ფედერერის ტრადიციული დაპირისპირება ამჯერადაც გაიმართა - ეს ჩოგბურთელები მესამე ადგილისთვის შეხვდნენ ერთმანეთს.

რაფა ჯერ კიდევ აბუ დაბიმდე ჩიოდა მხარის არეში ტკივილების გამო, რის გამოც დეკემბერში ვარჯიშების რაოდენობა შეამცირა და თებერვალში ტურნირების გამოტოვებას აპირებს. მაგრამ მხარის ტრავმას ხელი არ შეუშლია ესპანელისთვის ახალი წლის წინ დაემარცხებინა თავისი ერთ-ერთი ყველაზე პრინციპური მეტოქე. საერთო ჯამში, ორივე ჩოგბურთელმა იმაზე მაღალი დონე აჩვენა, ვიდრე ნახევარფინალურ ეტაპზე.

თუმცა პირველ სეტში ფედერერი ბევრს ცდებოდა, იმ დროს, როცა რაფაელი თავიდანვე დამაჯერებლად მოქმედებდა და მაღალ ტემპს ინარჩუნებდა. თუმცა მეორე პარტიაში შვეიცარიელიც კარგად ათამაშდა და შედეგად, ჩოგბურთელებმა მაყურებელს არაერთი ლამაზი გათამაშება შესთავაზეს. სეტის ბოლოს იმავე ნადალმა გადამწყვეტი ბრეიკი გააკეთა და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:1, 7:5.

ფინალში, რა თქმა უნდა, აშკარა ფავორიტი ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში დავიდ ფერერთან ბოლო დაპირისპირება იოლად წააგო, ნახევარფინალურმა მატჩმაც აჩვენა, რომ სერბმა მოასწრო დასვენება და ფორმის აკრეფა, დავიდი კი არ არის ის ჩოგბურთელი, რომელიც კარგ ფორმაში მყოფ ნოვაკს შეაჩერებს.

მატჩის დიდი ნაწილი ესპანელი იძულებული იყო მეტოქის შეტევები მოეგერიებინა, მაგრამ ჯოკოვიჩი სტაბილურად ახერხებდა ფერერის დაცვის გარღვევას. მაღალ ტემპში მოთამაშე სერბი ხაზებზე ახვედრებდა ბურთებს და ასეთ დარტყმებს ესპანელი ვეღარ უმკლავდებოდა. საბოლოო ანგარიშია - 6:2, 6:1, რაც თამაშის მიხედვით სავსებით კანონზომიერი შედეგია.

ასე რომ, ჯოკოვიჩი პირველად ჩავიდა აბუ დაბიში და პირველივე ცდაზე ტიტული მოიპოვა. რა თქმა უნდა, თავისთავად ეს პრიზი ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ თავისი თამაშით სერბმა დაგვანახა, რომ გასული სეზონის ბოლოს წარმოქმნილი პრობლემები გადალახა და მზად არის ავსტრალიის კორტების დასაპყრობად.

სხვათა შორის ჯოკოვიჩი აბუ დაბის ერთადერთი მონაწილეა, ვინც ავსტრალიის ღია პირველობამდე არც ერთ ოფიციალურ მატჩს არ ჩაატარებს.

ყველანი, მისი და ფერერის გამოკლებით, დოჰას ტურნირში ჩაებმებიან, რომელმაც გუშინ აიღო სტარტი, დავიდი კი ტრადიციულად ოკლენდის ტურნირზე გამოვა, რომლის მოქმედი ჩემპიონი გახლავთ.

მე-3 ადგილისთვის

რაფაელ ნადალი (ესპ)-როჯერ ფედერერი (შვეიც) 6:1, 7:5.

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ)-დავიდ ფერერი (ესპ) 6:2, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია