ესპანეთი. ლა ლიგა. სეზონის შეჯამება: "მალაგა" იყო სეზონის პროექტი - დალხენილმა არაბებმა გუნდში დიდი ინვესტიციები მიზიდეს
"მალაგა" იყო სეზონის პროექტი - დალხენილმა არაბებმა გუნდში დიდი ინვესტიციები მიზიდეს, ანდალუსიური კლუბის ფორმა მრავალმა ვარსკვლავმა მოირგო და... ახლა ესპანურ პრიმერაში შესვენებაა და "მალაგას" მე-7 საფეხური უკავია, ერთიც და ევროზონაა.

სხვა ყველა შემთხვევაში ეს დიდი წარმატება იქნებოდა კლუბისთვის, მაგრამ არა ახლა - თანაც მანუელ პელეგრინის დალხენილმა გუნდმა თითქმის ყველა მთავარი დუელი წააგო, თანაც "მალაგა" ჯერ არ გადაჰყრია ჩემპიონ "ბარსელონას".

რას ვწერდით აგვისტოში

მაშინ გუნდის ამბიციების გამო სტატიას ასეთი სათაური დავარქვით: "მალაგას ნაპოლეონური გეგმები". თუმცა შეიხიდან დაწყებული, რიგითი მალაგელით დამთავრებული ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი, ჩვენ "მალაგას" ევროთასების საგზურისთვის ბრძოლა დავუსახეთ და მართლებიც აღმოვჩნდით, ერთი ხელის დაკვრით კარგი გუნდი არ ეწყობა. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამას დრო ესაჭიროება.

სტატისტიკური მონაგარი

"მალაგამ" 7 მატჩი მოიგო, ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი, მაგრამ 6-იც წააგო. გოლთა შეფარდებაც უარყოფითი აქვს (-2). შინ ყველაფერი კარგადაა - 5 მოგება, 1 ფრე და მხოლოდ 1 წაგება, მაგრამ სტუმრად ანდალუსიელები ძალიან ჩვეულებრივ გუნდს წარმოადგენენ, არავისგან გამორჩეულს. წარმოიდგინეთ, მათ 9 საგარეო მატჩში მხოლოდ 7 გოლი გაუშვეს.

გაფრთხილება: 25

2 ყვითელი ბარათი: 1

წითელი ბარათი: 2

პენალტი (გატ): 1/1

პენალტი (გატ) მალაგას კარში: 0/0

საშუალო დასწრება: 29 300

დარტყმა (ზუსტი): 212 (78)

დარტყმა (ზუსტი) მალაგას კარში: 172 (66)

დარტყმის სიზუსტე: 36,8%

კუთხური: 99

თამაშგარე: 41

ჯარიმა (მათზე): 172 (270)

გოლები

4 კასორლა

2 ს. ფერნანდესი, ისკო, რონდონი, ხოაკინი

1 დემიკელისი, ვან ნისტელროი, ტულალანი, მარესკა, ხუანმი, ბაპტიშტა, აპონიო, მეტოქის ავტოგოლი (ალვარო, "რასინგი")

საგოლე პასები

3 კასორლა

2 რონდონი, ვან ნისტელროი

1 ს. სანჩესი, დუდა, მონრეალი, ისკო, ბაპტიშტა

გაძევება

1 კაბალიერო, ელიზეუ, ტულალანი

გაფრთხილება

4 ტულალანი

3 ს. სანჩესი, დუდა

2 ელიზეუ, ხოაკინი

1 ბაპტიშტა, ისკო, გამესი, მატეისენი, დემიკელისი, ვან ნისტელროი, ბუონანოტე, მონრეალი, კასორლა

თამაშები

მეკარეები: ვილფრედო კაბალიერო (15), რუბენ მარტინესი (2), პოლ ვიეხო.

მცველები: მარტინ დემიკელისი (16), იორის მატეისენი (14), ხესუს გამესი (12), ნაჩო მონრეალი (11), სერხიო სანჩესი (7), ველიგტონი (1).

ნახევარმცველები: სანტი კასორლა (16), ჟერემი ტულალანი (16), დუდა (13), ხოაკინ სანჩესი (13), ისკო ალარკონი (12), ელიზეუ (8), ენცო მარესკა (8), "აპონიო" ბენიტესი (5), ჟულიო ბაპტიშტა (4), ნაჩო კამაჩო (3), ხოსე ლუის რესიო.

თავდამსხმელები: ხოსე რონდონი (15), სება ფერნანდესი (13), რუუდ ვან ნისტელროი (13), "ხუანმი" ლოპესი (2).

სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა

4-2-3-1: კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, მატეისენი, მონრეალი - ტულალანი, დუდა - ხოაკინი, კასორლა, ისკო - ვან ნისტელროი.

საუკეთესო ფეხბურთელი: სანტი კასორლა - 16 თამაში, 4 გოლი, 3 საგოლე პასი.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

7. მალაგა 16 7 3 6 20-22 24

თარიღი მეტოქე ანგარიში

29 აგვისტო სევილია (გ) 1:2

12 სექტემბერი გრანადა (შ) 4:0

17 სექტემბერი მალიორკა (გ) 1:0

21 სექტემბერი ბილბაო (შ) 1:0

26 სექტემბერი სარაგოსა (გ) 0:0

2 ოქტომბერი ხეტაფე (შ) 3:2

16 ოქტომბერი ლევანტე (გ) 0:3

22 ოქტომბერი რეალი (შ) 0:4

26 ოქტომბერი ვალეკანო (გ) 0:2

31 ოქტომბერი ესპანიოლი (შ) 2:1

5 ნოემბერი ბეტისი (გ) 0:0

22 ნოემბერი რასინგი (გ) 3:1

29 ნოემბერი ვილიარეალი (შ) 2:1

4 დეკემბერი სოსიედადი (გ) 2:3

11 დეკემბერი ოსასუნა (შ) 1:1

19 დეკემბერი ვალენსია (გ) 0:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"