ფაბიო: გერმანელები ღარიბ ქვეყნებს ტალანტებს ართმევენ! მათიასი: რა სისულელეა!
2012 წელი ინგლისური და გერმანული ფეხბურთის წარმომადგენელთა დაპირისპირებით დაიწყო!

პირველი შეტევა ბრიტანეთიდან განხორციელდა: ინგლისის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა, 65 წლის ფაბიო კაპელომ განაცხადა, გერმანელები ღარიბ ქვეყნებს ტალანტებს ართმევენო და საუკეთესო მაგალითად წარმოშობით თურქი ვარსკვლავის, მესუთ იოზილის შემთხვევა მოიყვანა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ კაპელომ ამით გერმანულ ფეხბურთს შეურაცხყოფა მიაყენა.

იტალიელმა სპეციალისტმა, რომელიც ინგლისის ნაკრებს 2007 წლიდან ავარჯიშებს, ეს დუბაიში გამართულ ერთ-ერთ კონფერენციაზე თქვა: "გერმანელები ნიჭიერ ფეხბურთელებს უპრობლემოდ აძლევენ მოქალაქეობას. დააკვირდით, დღეს ბუნდესგუნდში ხუთი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებიც თურქული წარმოშობის არიან. ყველამ ვიცით, ეს როგორც ხდება, ხმის ამომღები კი არავინაა!"

კაპელოს ამით იმის თქმა უნდა, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირი თურქული, თუ სხვა ქვეყნის წარმოშობის მქონე ნიჭიერ ფეხბურთელებს ფულს სთავაზობს იმის სანაცვლოდ, რომ გერმანიის ნაკრებში იასპარეზონ. კაპელო ამითაც არ კმაყოფილდება და იქვე უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის სთხოვს, დაიწყონ გამოძიება, რაც აუცილებლად დაადგენს გერმანიის საფეხბურთო კავშირის ბრალეულობას.

ცხადია, კაპელოს განცხადებები ინგლისურმა გაზეთებმა მაშინვე აიტაცეს. "დეილი მეილი" მიროსლავ კლოზეს და ლუკას პოდოლსკისაც ფსევდო-გერმანელებს უწოდებს - იმის გამო, რომ ისინი პოლონეთში არიან დაბადებულები.

გერმანიის საფეხბურთო კავშირიდან კაპელოს სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა უპასუხა. აი, რას ამბობს 43 წლის მათიასი: "კაპელოს ასეთ განცხადებებს უპასუხოდ ვერ დავტოვებთ! თუ გერმანიის ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც სხვა ქვეყნებში არიან დაბადებულები, ეს დრომ, საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარებამ მოიტანა. ჩვენ გერმანიის ნაკრების კარს არავის ვუკეტავთ - ამ ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა გერმანიაშია გაზრდილი და მოქალაქეობაც შესაბამისად აქვთ მიღებული.

ბუნდესგუნდში თამაში არავისთვის დაგვიძალებია და არც დავაძალებთ - ჩვენ, გერმანელებს ეს არასდროს გვჭირდებოდა, არც ახლა გვჭირდება და არც მომავალში დაგვჭირდება."

23 წლის იოზილს თურქული წარმოშობა აქვს, მაგრამ გერმანიაში, კერძოდ გელზენკირხენშია დაბადებული. იგივე ეხება "შტუტგარტისა" და ბუნდესგუნდის მცველ სერდარ ტასკისაც (24), რომელიც ასევე გერმანიაში, კერძოდ ესლინგენში დაიბადა.

გასულ წელს გერმანიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა წარმოშობით კიდევ ერთ თურქს, 21 წლის ილქაი გიუნდოგანს, რომელიც იოზილის დარად, ასევე გელზენკირხენშია დაბადებული.

პოდოლსკი და კლოზე ნამდვილად პოლონეთში არიან დაბადებულები, მაგრამ მათმა მშობლებმა მალე დატოვეს პოლონეთი, ასე რომ, მირო და ლუკასი გერმანიაში გაიზარდნენ, თუმცაღა პოლონურად ძალიან კარგად საუბრობენ და როცა მოედანზე არიან, ერთმანეთს მშობლიურ ენაზე ელაპარაკებიან ხოლმე.

მთელ ამ დავი-დარაბაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კაპელოს ინგლისის ნაკრებში თავად ჰყავს სამი ისეთი მოთამაშე, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ, სხვა ნაკრებში ეთამაშათ: ეშლი კოული და თეო უოლკოტი ბარბადოსელები არიან, დენის უელბეკი კი წარმოშობით განელია. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას კაპელოს განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია - როგორც ჩანს, რცხვენიათ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

argentina
აბა საფრანგეთს საერტოდ ხმა არ ააქვს ამოსაღები:):) აფრიკის ნაკრები უფროა. უბალეშიკეთ არგენტინას სადაც ისეთი გენიოსები იბადებიან როგორიც მესი და მარადონაა ესპანეთიც მოსულა აი იტალიამ აურია ბალოტელი რა ჯანდაბად უნდათ იმინა არ უხდება აძურას ფორმა რა ზანგს
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა