ბოლო დღეებში, აქტიურად მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ მაქსის გადაბირება "პალერმოს" ოდიოზურმა პრეზიდენტმა მარუციო ძამპარინიმ განიზრახა
მას შემდეგ, რაც "მილანის" მესვეურებმა მაქსი ლოპესის გადაბირებისგან თავი შეიკავეს, არგენტინელი ფორვარდის მომავალი ბურუსმა მოიცვა.

თუმცა, ბოლო დღეებში, აქტიურად მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ მაქსის გადაბირება "პალერმოს" ოდიოზურმა პრეზიდენტმა მარუციო ძამპარინიმ განიზრახა.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ლოპესი 2010 წლის ზაფხულიდან მოყოლებული "კატანიას" ღირსებას იცავს, სიცილიურ გუნდში 64 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 22 გოლი გატანილი. პრესასთან საუბარში "კატანიას" სპორტული დირექტორი პიეტრო ლო მონაკო შემდეგს აცხადებს:

"მაქსი ლოპესი აუცილებლად დატოვებს "კატანიას", რადგან ამის სურვილი თავად მან უკვე არაერთხელ გამოთქვა. არავითარი სურვილი არ გვაქვს, ფეხბურთელს მხოლოდ იმიტომ გავუხანგრძლივოთ ხელშეკრულება, რომ მან უკეთეს გუნდში გადაბარგება ვერ მოახერხა.

მაქსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მან თავისი არჩევანი გააკეთა, რისი უფლებაც ჰქონდა. ლოპესის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა, რამდენიმე კლუბი სერიოზულ ინტერესს გამოხატავს და მოლაპარაკებებიც აქტიურად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი გუნდი ნამდვილად "პალერმოა" და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის