შოტლანდია. პრემიერლიგა. XXII ტური- "სელტიკის" შემჩერებელი არავინაა
ახალი წლის პირველ ტურში შოტლანდიური ფეხბურთის გრანდებმა ერთნაირი ანგარიშით, 3:0 მოიგეს და "სელტიკმა" 2-ქულიანი ჰანდიკაპი "რეინჯერსზე" შეინარჩუნა.

ლიდერმა აუტსაიდერ "დანფერმლაინს" მოუგო, ჯერ ენტონი სტოკსმა ჩაახვია სტუმართა კარის კუთხეში ბურთი, შემდეგ კენიელმა ვიქტორ ვანიამამ გაიტანა, მეორე ტაიმში კი ჩარლი მალგრეუმ გამოიჩინა თავი. ეს იყო "სელტიკის" ზედიზედ მე-10 გამარჯვება პრემიერლიგაში.

"ოლდ ფირმის" დერბიში დამარცხებულმა "რეინჯერსმა" შინ რეაბილიტაცია "მოზერუელის" განადგურებით მოახერხა. დევიდ ჰილი პირველად იყო გლაზგოელთა სასტარტოში და ჩრდილოირლანდიელმა ეს გოლით აღნიშნა. შემდეგ იყო სონე ალუკოს შედეგიანი დარტყმა და სტუმართა ავტოგოლი.

"ინვერნესი"-"სენტ ჯონსტონი" სათამაშო მოედნის დატბორვის გამო გადაიდო.

შოტლანდია. პრემიერლიგა. XXII ტური

ჰიბერნიანი-ჰართსი 1:3

გოლები: 0:1 მაკგოვენი (58), 1:1 ჟალიუკასი (59 ს.კ.), 1:2 ვებსტერი (83), სკაცელი (90)

ინვერნესი-სტ. ჯონსტონი გადაიდო

დანდი იუნაიტედი-აბერდინი 1:2

გოლები: 1:0 დელაი (6), 1:1 შალალი (67), 1:2 არნასონი (86)

დანფერმლაინი-სელტიკი 0:3

გოლები: 0:1 სტოკსი (19), 0:2 ვანიამა (40), 0:3 მალგრეუ (70)

კილმარნოკი-სტ. მირენი 2:1

გოლები: 0:1 მეირი (10), 1:1 ჰეფერნანი (34), 2:1 რაჩი (89)

რეინჯერსი-მოზერუელი 3:0

გოლები: 1:0 ჰილი (36), 2:0 ალუკო (55), 3:0 კრეიგენი (73 ს.კ.)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. სელტიკი 22 17 2 3 44-15 53

2. რეინჯერსი 22 16 3 3 40-12 51

3. მოზერუელი 20 10 4 6 24-24 34

4. ჰართსი 22 9 5 8 25-15 32

5. სტ. ჯონსტონი 21 9 5 7 26-20 32

6. დანდი იუნ. 22 6 8 8 31-35 26

7. კილმარნოკი 21 6 8 7 27-31 26

8. სტ. მირენი 22 6 8 8 23-29 26

9. აბერდინი 22 6 6 10 25-29 24

10. ინვერნესი 21 5 4 12 28-40 19

11. ჰიბერნიანი 21 3 6 12 19-36 15

12. დანფერმლაინი 20 3 5 12 20-46 14

ბომბარდირები

13 - იელავიჩი (რეინჯერსი); 11 - დელაი (დანდი იუნაიტედი), ჰუპერი (სელტიკი).

მომდევნო ტური

14 იანვარი: სტ. ჯოსნსტონი-რეინჯერსი, აბერდინი-კილმარნოკი, სელტიკი-დანდი იუნაიტედი, დანფერმლაინი-ჰიბერნიანი, ჰართსი-სტ. მირენი, მოზერუელი-ინვერნესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად