ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჯანყი არგენტინაში?

ჯანყი არგენტინაში?

არგენტინის ნაკრები მუნდიალზე ჯერჯერობით მარშით მიდის, დიეგო მარადონას გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემპიონატზე, მაგრამ... გამარჯვებულთა ბანაკში არც ისეთი იდილიაა, როგორც გარედან
არგენტინის ნაკრები მუნდიალზე ჯერჯერობით მარშით მიდის, დიეგო მარადონას გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემპიონატზე, მაგრამ... გამარჯვებულთა ბანაკში არც ისეთი იდილიაა, როგორც გარედან ჩანს. არგენტინული გაზეთი "კლარინი", რომელსაც ბანაკის შიგნით მიუწვდება ხელი, ამტკიცებს, რომ რამდენიმე ფეხბურთელი უკმაყოფილიო უთამაშებლობით. "კლარინის" მტკიცებით, მოჯანყეებს სათავეში ხუან სებასტიან ვერონი, ხონას გუტიერესი და ვალტერ სამუელი ჩაუდგნენ, ფეხბურთელები, რომელთაც მუნდიალი სასტარტოში დაიწყეს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო დაკარგეს ადგილი თერთმეტეულში. მართალია, ვერონმა და სამუელმა ჯგუფურ ეტაპზე მცირე ტრავმები მიიღეს, მაგრამ ორივე მიიჩნევდა, რომ მექსიკასთან მატჩისთვის ასი პროცენტით იყო მზად, რასაც "ელ პელუსა" არ იზიარებდა.

ხონას გუტიერესი თავიდანვე იყო უკმაყოფილო, რადგან მარადონამ ის მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, მარჯვენა მცველად, გაამწესა, სადაც თამაში დიდად ვერ გამოუვიდა და ადგილი დაკარგა ძირითად შემადგენლობაში. სხვათა შორის, ფეხბურთელები უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოხატავენ ნაკრების დროებით ბაზაზე, მაგრამ როგორც კი საქმე მედიას ეხება, გაჩუმებას ამჯობინებენ. აი, რა თქვა მარადონამ, როცა ნაკრებში არეულ სიტუაციაზე დაეკითხნენ:

"მცირე უთანხმოებები გუნდში გვაქვს, მაგრამ ამ პრობლემებს ჯგუფშივე ვაგვარებთ", - თუმცა დიეგო უარყოფს, რომ რომელიმე ფეხბურთელთან კონფლიქტი აქვს: "ბიჭებთან ჩემს ურთიერთობას ერთი სიტყვით შევაფასებ - ის შესანიშნავია. საკმაოდ ცნობილ ვარსკლავებს უწევთ რეზერვში ყოფნა და თავისი შანსის სათადარიგოთა სკამზე დალოდება. ბიჭები ამას გაგებით ეკიდებიან, ასე რომ, არავითარი კონფლიქტი გუნდში არ არის. ჩვენ აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ თუნდაც საკუთარი ტყავიდან გამოვძვრეთ, მაგრამ შინ მსოფლიოს თასით ხელდამშვენებულნი დავბრუნდეთ".

მარადონა, საზოგადოებას რომ დაანახოს ყველაფერი მწყობრშია, გერმანიასთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში 32 წლის ვალტერ სამუელის დაბრუნებას აპირებს. სამუელმა სამხრეთ კორეის ნაკრებთან 4:1 მოგებული მატჩის პირველ ტაიმში მიიღო ტრავმა და მას მერე აღარ უთამაშია. სამუელი მიიჩნევდა, რომ მექსიკელებთან მატჩისთვისაც მწყობრში იყო, თუმცა დიეგომ სხვანაირად გადაწყვიტა და მის ნაცვლად ნიკოლას ბურდისო ათამაშა.

სხვათა შორის, მარადონა "ინტერის" მცველს არც მანამდე წყალობდა - "ელ მუროს" (კედელი ესპანურად) ერთი თამაშიც კი არ უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მაგრამ მარადონას, როგორც იქნა, შეასმინეს, რომ სამუელის დონის ცენტრალური მცველი არგენტინის ნაკრებს არ ჰყავს და დიეგომაც ის მუნდიალზე წაიყვანა. საინტერესოა, რომ მარადონას თავკაცობით ვალტერ სამუელმა ნაკრებში პირველად სწორედ მომავალი მეტოქის, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა მარტის ამხანაგურ შეხვედრაში.

მარადონა კი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს, ის დარწმუნებულია, რომ მისი ნაკრები გაივლის გერმანულ ბარიერს: "ახლა კარგად ვსწავლობთ სიტუაციას, შემდეგ შევეცდებით გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ მაქსიმალურად სწორი შემადგენლობა დავაყენოთ. ისეთ გუნდს გამოვიყვანთ, რომელიც გარანტიას მოგვცემს, რომ "ალბისელესტე" ნახევარფინალში გავა. ბოლოს ჩვენ მექსიკას შევხვდით, გერმანია კი სხვაგვარი გუნდია, ის უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეა. მაგრამ ჩვენ მათ დავამარცხებთ. ისე ძალიან მინდა, რომ გადავიცვა მაისურა და მოედანზე მეც გავიდე, ვერც კი წარმოიდგენთ. ამაყი ვარ, რომ ამ ბიჭებთან ერთად ვმუშაობ და მათთან ერთად ამხელა სიხარულს ვიზიარებ. როცა გუნდი ჩავიბარე, ბევრი იძახდა, რომ მე წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გავწვრთნა ნაკრები, მაგრამ, მოულოდნელად, თამაშს თამაშზე ვიგებ და ისევ იმ დიეგოდ ვრჩები, რაც აქამდე ვიყავი".

სხვათა შორის, მუდამ "კარგად მოლაპარაკე" დიეგომ სამართლიანობის ტესტი "ჩააგდო", როცა მას კარლოს ტევესის მიერ მექსიკის კარში თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილ გოლზე დაეკითხნენ:

"ამაზე დიდი სკანდალი ისაა, რასაც ამ მუნდიალზე მესის უკეთებენ და რაზეც არბიტრები თვალს ხუჭავენ. როცა მეტოქე გუნდში სამი ფეხბურთელი მხოლოდ იმისთვის თამაშობს, რომ ფეხში ჩაგარტყას, ძნელია წარმატებით ითამაშო. მესის კარგად მესმის, რადგან 20 წლის წინათ მე მის მდგომარეობაში ვიყავი".

ნიკოლოზ ნეფარიძე

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში

"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია

ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო

"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი

U19 | საქართველო 2:2 ლატვია

ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში

ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?

"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ

"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა

"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა

ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა

საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია