რეჯო ემილიაში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე, ექვსი ტურის შემდეგ თბილისელი დიდოდასტატი პირველობას არავის უთმობს
იტალიურ რეჯო ემილიაში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე 2011 წლის მიწურულს სოფიკო გურამიშვილმა ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ პირველი წრის ბოლო ტურში შავი ფიგურებით ბელარუს ანა შარევიჩთან წააგო.

ამის მიუხედავად, 4 ქულით ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ივა ვიდენოვა (ბულგარეთი) - მარიანა კიერიჩი (იტალია) 0:1, მარინა ბრუნელო (იტალია) - მარიაგრაცია დე როსა (იტალია) 0,5:0,5. ოთხი ტურის შემდეგ: გურამიშვილი - 4, შარევიჩი - 3,5, ბრუნელო - 3, დე როსა - 2,5, ვიდენოვა, კიერიჩი - 1-1 ქულა.

ვაჟთა მე-5 ტურის ორთაბრძოლები: ფაბიანო კარუანა (იტალია) - ანიშ გირი (ჰოლანდია) 0:1, ალექსანდრ მოროზევიჩი (რუსეთი) - ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი) 1:0, ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) - ვასილი ივანჩუკი (უკრაინა) 1:0.

ხუთი ტურის შემდეგ: ნაკამურა - 11 (ვაჟებში მოგებისთვის 3, ყაიმისთვის - 1, წაგებისთვის 0 ქულა), მოროზევიჩი - 10, ივანჩუკი - 8, გირი - 5, კარუანა - 4, ვიტიუგოვი - 2.

პირველ იანვარს ტურნირის მონაწილეები ისვენებდნენ. გუშინ მეორე წრის პირველი ტურის პაექრობები გაიმართა: ქალები. მარინა ბრუნელო - სოფიკო გურამიშვილი 0:1. პირველ წრეში ჩვენებურმა იტალიელი თეთრი ფიგურებით დაამარცხა, ამჯერად კი შავებით 34-ე სვლაზე სძლია. მარიან კიერიჩი - მარიაგრაცია დე როსა 0,5:0,5, ანა შარევიჩი - ივა ვიდენოვა 0,5:0,5 (პირველი წრის შეხვედრაში შარევიჩმა გაიმარჯვა). ვაჟები. ანიშ გირი - ვასილი ივანჩუკი 1:0, ჰიკარუ ნაკამურა - ნიკიტა ვიტიუგოვი 1:0, ალექსანდრ მოროზევიჩი - ფაბიანო კარუანა 0:1.

ექვსი ტურის შემდეგ. ქალები. გურამიშვილი-5, შარევიჩი-4, ბრუნელო,დე როსა-3-3, ვიდენოვა, კიერიჩი-1,5-1,5. ვაჟები. ნაკამურა-14, მოროზევიჩი-10, ივანჩუკი, გირი-8-8, კარუანა-7 ვიტიუგოვი-2.

დღეს მე-7 ტურში ითამაშებენ: გურამიშვილი-დე როსა, ვიდენოვა-ბრუნელო, შარევიჩი-კიერიჩი; მოროზევიჩი-გირი, კარუანა-ნაკამურა, ვიტიუგოვი-ივანჩუკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან