ახალ კონტრაქტში დე როსის წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევროთი განისაზღვრება, რაც თურმე ფეხბურთელს არ აკმაყოფილებს
"რომას" მესვეურებსა და დანიელე დე როსის შორის ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოლპარაკება ჯერ კიდევ გასული ზაფხულიდან მიმდინარებს, თუმცა შედეგი ამ ყველაფერს არ მოჰყოლია.

"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალ კონტრაქტში დე როსის წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევროთი განისაზღვრება, რაც თურმე ფეხბურთელს არ აკმაყოფილებს.

საქმე იმაშია, რომ მოქმედი ხელშეკრულებით დე როსი სწორედ 6 მილიონს იღებს და როგორც ჩანს, პირობების გაუმჯობესება აქვს მიზნად დასახული. თანაც, საყოველთაოდ ცნობილია, რომ "ჩელსის" მეპატრონე რომან ამბრამოვიჩი ნებისმიერ დროს მზადაა, დე როსიში კოლოსალური თანხა გადაიხადოს და წლიურ გასამრჯელოდ ფეხბურთელს 8 მილიონი დაუნიშნოს.

მოკლედ, დე როსიმ კიდევ ერთხელ განაცხადა უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რამაც "რომას" მესვეურებს მოთმინების ფიალა აუვსო - აი, რას ამბობს "ჯალოროსის" სპორტული დირექტორი ფრანკო ბალდინი:

"ძალიან ბევრჯერ წავედით კომპრომისზე, მაგრამ ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ შეიძლება - დე როსიმ რამდენიმე ხელშეკრულება დაგვიწუნა და როგორც ჩანს, თვითონაც არ იცის რა უნდა.

ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ დანიელემ კარიერა "რომაში" გააგრძელოს და იმედია, ეს ასეც მოხდება. მას იანვრის ბოლომდე ვაძლევთ ვადას, ან გააფორმებს ახალ კონტრაქტს, ან ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს კლუბს - პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას უბრალოდ ვერ შევძლებთ და ექვს-მილიონიანი ხელშეკრულება ჩვენი საბოლოო შეთავაზებაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა