ესპანეთი. ლა ლიგა. სეზონის შეჯამება: გუნდი მე-5 ადგილზეა და ბურთების მკვეთრად უარყოფითი ბალანსი (-7) აქვს
მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატში შეიძლება მოხდეს ასეთი რამ - 20-გუნდიან ტურნირში გუნდი მე-5 ადგილზეა და ბურთების მკვეთრად უარყოფითი ბალანსი (-7) აქვს.

ეს გუნდი ნავარელთა სიამაყე "ოსასუნაა", სეზონის ნომერ მეორე სიურპრიზი (პირველი უდავოდ "ლევანტეა"). არადა, მე-3 ტურის მერე ვერავინ იფიქრებდა "ოსასუნას" ევროამბიციების სერიოზულობას, მაშინ ხომ ხოსე ლუის მენდილიბარის გუნდმა კატასტროფული მარცხი იწვნია "კამპ ნოუზე" - 0:8 წააგო.

რას ვწერდით აგვისტოში

"საშიში და გამოუცნობი, როგორც ენსიერო", - ასე დავასათაურეთ მაშინ ჩვენი სტატია. შეგახსენებთ, ენსიერო ნავარაში გავრცელებული ხართა რბოლაა ქალაქის ქუჩებში. მაშინაც ვწერდით, რომ მენდილიბარის მისვლით გუნდი გამოცოცხლდა (15 თამაშში 25 ქულა მოაგროვა - შევადაროთ ახლანდელს - 16 თამაშში 25 ქულა). წინასწარმეტყველებაში კი შევცდით: "ოპტიმისტურ პროგნოზს ვერ შემოგთავაზებთ - ნავარელებს ისევ მოუწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა, თუმცა, სავარაუდოდ, ამ ბრძოლიდან კვლავ გამარჯვებულები გამოვლენ", - ვწერდით აგვისტოში.

სტატისტიკური მონაგარი

"ოსასუნას" დარი გუნდების უპირატესობა ის არის, რომ გრანდებთან კატასტროფულ მარცხებს ისინი მშვიდად ხვდებიან. წარმოიდგინეთ, "კამპ ნოუზე" "რეალს", "ვალენსიას" ან "ატლეტიკოს" რომ წაეგო 0:8, რამდენი ხანი დასჭირდებოდათ მათ "აზრზე მოსასვლელად". წააგეს ნავარელებმა 8 ბურთის სხვაობით? მერე რა - ამის შემდეგ 3-მატჩიანი წაუგებელი სერია "გამოცხეს". მენდილიბარის გუნდი არანაკლებად შერცხვა "რეალთანაც" - 1:7 წააგო, იმის მერე კი 5-მატჩიანი წაუგებელი სერია დაიწყო, რომელიც ახლაც გრძელდება.

გაფრთხილება: 41

2 ყვითელი ბარათი: 4

წითელი ბარათი: 0

პენალტი (გატ): 1/1

პენალტი (გატ) ოსასუნას კარში: 3/3

საშუალო დასწრება: 15 300

დარტყმა (ზუსტი): 190 (71)

დარტყმა (ზუსტი) ოსასუნას კარში: 217 (82)

დარტყმის სიზუსტე: 37,4%

კუთხური: 69

თამაშგარე: 44

ჯარიმა (მათზე): 235 (211)

გოლები

5 იბრაჰიმა

4 რ. გარსია, ნეკუნამი

3 ნინო

2 სეხუდო

1 ლამა, ფლანიო, სერხიო

საგოლე პასები

5 რ. გარსია

3 სეხუდო

2 ნინო

1 ლამა, ტიმორი, სოლა, სერხიო, იბრაჰიმა

გაძევება

2 სატრუსტეგი

1 სეხუდო, ლამა

გაფრთხილება

5 ნეკუნამი, დამია

4 პუნიალი

3 სატრუსტეგი, ლამა, ფლანიო, ტიმორი

2 ფერნანდესი, გარსია, როვერსიო, რუბენი

1 სოლა, კალეხა, სერხიო, იბრაჰიმა, ნინო

თამაშები

მეკარეები: ანდრეს ფერნანდესი (16 თ), ასიერ რიესგო (1), რიკარდო ლოპესი.

მცველები: მანუელ ორტის "ლოლო" (13), დამია პერესი (12), იუკა რაიტალა (11), მიგელ ფლანიო (11), მარკ ბერტრანი (10), რუბენ გონსალესი (9), როვერსიო როდრიგესი (8), სერხიო გონსალესი (8), ენეკო სატრუსტეგი (4), იონ ეჩაიდე.

ნახევარმცველები: ფრანსისკო პუნიალი (16), ალვარო სეხუდო (15), რაულ გარსია (14), ჯავად ნეკუნამი (12), დავიდ ტიმორი (8), ხავიერ კალეხა (4), რობერტო ტორესი (1), მარკოს პერესი (1), ხავიერ ანუნზიატა (1).

თავდამსხმელები: ხუან მარტინეს "ნინო" (15), იბრაჰიმა ბალდე (12), როლან ლამა (12), დეიან ლეკიჩი (3), მანუელ ვილიაფრანკა.

სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა

4-2-3-1: ფერნანდესი - ბერტრანი, სერხიო, ფლანიო, რაიტალა - პუნიალი, რ. გარსია - სეხუდო, ნეკუნამი, ლამა - ნინო.

საუკეთესო ფეხბურთელი: რაულ გარსია - 14 თამაში, 4 გოლი, 5 საგოლე პასი.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

5. ოსასუნა 16 6 7 3 21-28 25

თარიღი მეტოქე ანგარიში

28 აგვისტო ატლეტიკო (გ) 0:0

11 სექტემბერი სპორტინგი (შ) 2:1

17 სექტემბერი ბარსელონა (გ) 0:8

20 სექტემბერი სევილია (შ) 0:0

25 სექტემბერი გრანადა (გ) 1:1

1 ოქტომბერი მალიორკა (შ) 2:2

17 ოქტომბერი ბილბაო (გ) 1:3

23 ოქტომბერი სარაგოსა (შ) 3:0

26 ოქტომბერი ხეტაფე (გ) 2:2

30 ოქტომბერი ლევანტე (შ) 2:0

6 ნოემბერი რეალი (გ) 1:7

20 ნოემბერი ვალეკანო (შ) 0:0

27 ნოემბერი ესპანიოლი (გ) 2:1

4 დეკემბერი ბეტისი (შ) 2:1

11 დეკემბერი მალაგა (გ) 1:1

18 დეკემბერი ვილიარეალი (შ) 2:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად