მარია შარაპოვამ სეზონის დასკვნითი სადიდსლემო ტურნირის, US Open-გან თავისი მოლოდინის შესახებ ისაუბრა.

მარია შარაპოვამ სეზონის დასკვნითი სადიდსლემო ტურნირის, US Open-გან თავისი მოლოდინის შესახებ ისაუბრა. ირკვევა, რომ ნიუ იორკი და "ფლაშინგ მიდოუს" საჩოგბურთო სტადიონი მაშას უსაყვარლესი ადგილებია, თუმცა რუსმა ლამაზმანმა ამერიკის ღია ჩემპიონატის ოფიციალურ საიტს არამხოლოდ წმინდა სპორტულ მიზნებზე, არამედ თავის ჩაცმულობაზეც უამბო.

"აღელვებული ვარ. ზუსტად ერთი წლის წინათ, US Open-ის სტარტამდე მძიმე ტრავმის შემდეგ კონდიციებს ვიმაღლებდი, ახლა კი ვგრძნობ, რომ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვარ. წარმატებული ზაფხული მქონდა და საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. თანაც, არანაირი ტრავმა არ მაწუხებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი, ნიუ იორკი მეტისმეტად ხმაურიან ქალაქად მეჩვენებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ენერგეტიკა შემიყვარდა კიდეც. აქ ჩამოსვლა ყოველთვის მსიამოვნებს. ბოლო დროს ზაფხულისა და შემოდგომის მიჯნა სეზონის ყველაზე საყვარელ მონაკვეთად მექცა. აქაურ გულშემატკივრებს, ტურნირის ატმოსფეროსა და საყოველთაო მღელვარებას ვერაფერი შეედრება. ნიუ იორკში უდიდესი საჩოგბურთო სტადიონია და არასოდეს დავივიწყებ 2006 წლის ჩემპიონატს. მაშინ US Open-ის ჩემპიონი გავხდი და სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა ფეხზე წამომიდგა.

სერენა უილიამსის და ჟუსტინ ანენის არყოფნის მიუხედავად, ტურნირის მონაწილეთა შემადგენლობა მაინც საოცრად ძლიერია და ჩემპიონობის მოპოვება მხოლოდ მრავალი ძლიერი მეტოქის დამარცხების გზით შეიძლება.

ამ ტურნირისთვის კლასიკური ჩაცმულობა შევარჩიე. მისი ძირითადი დეტალი ძველმოდური საყელოა, რომელიც ოდნავი კორექციის წყალობით საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება. საღამოს კოსტიუმი ღრმა იისფერშია გადაწყვეტილი, დღის კაბა – ღია მწვანეა. კიდევ ლამაზი საყურეები მეკეთება, წვეთის ფორმის ყვითელი ბრილიანტებით", - უამბო მარია შარაპოვამ US Open-ის ოფიციალურ საიტს.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს