პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კარლუშ კეირუშის ასისტენტმა აგოშტინიუ ოლივეირამ იმ 21 ფეხბურთელის გვარები გამოაცხადა...

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კარლუშ კეირუშის ასისტენტმა აგოშტინიუ ოლივეირამ იმ 21 ფეხბურთელის გვარები გამოაცხადა, რომლებიც თავისი ქვეყნის ღირსებას 3 და 7 სექტემბერს კვიპროსისა და ნორვეგიის ნაკრებებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებში დაიცავენ. რატომ ოლივეირა და არა თავად კეირუში? იმიტომ, რომ ნაკრების დამრიგებელი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ერთთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და დღეს პორტუგალიის ეროვნულ გუნდს ოფიციალურად კეურუშის ასისტენტი ხელმძღვანელობს.

ოლივეირას მიერ გამოქვეყნებულ სიაში 18 ძირითადი მოთამაშეა და სამიც – სარეზერვო, ანუ, თუ თვრამეტეულიდან რომელიმე ფეხბურთელი ტრავმას მიიღებს, მისი შემცვლელი სარეზერვო სამეულიდან ერთ-ერთი იქნება. კრიშტიანუ რონალდუს კი შესარჩევების გაცდენა მოუწევს – მადრიდის "რეალის" ვარსლვლავმა "მალიორკასთან" გუშინდელ მატჩში კოჭის სერიოზული ტრავმა მიიღო...

მეკარეები: ედუარდუ ("ჯენოა", იტალია), ბეტუ ("პორტუ");

მცველები: ბრუნუ ალვეში ("ზენიტი", რუსეთი), როლანდუ ("პორტუ"), მიგელი ("ვალენსია", ესპანეთი), რიკარდუ კარვალიუ ("რეალი", ესპანეთი), ნუნუ კოელიუ ("სპორტინგი"), სილვიუ ("ბრაგა");

ნახევარმცველები: მიგელ ველოზუ ("ჯენოა", იტალია), რაულ მეირელეში ("ლივერპული", ინგლისი), ფაბიუ კოენტრაუ ("ბენფიკა"), ტიაგუ ("ატლეტიკო", ესპანეთი), მანუელ ფერნანდეში ("ვალენსია", ესპანეთი), ჟოაუ მოუტინიუ ("პორტუ"), ნანი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი);

თავდამსხმელები: დანი ("ზენიტი", რუსეთი), უგუ ალმეიდა ("ვერდერი", გერმანია), სილვესტრ ვარელა ("პორტუ");

სარეზერვოები: რუი პატრისიუ ("სპორტინგი"), პაულუ მაშადუ ("ტულუზი", საფრანგეთი), რიკარდუ კუარეშმა ("ბეშიქთაში", თურქეთი).

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს