"ფიორენტინადან" "ჯენოაში" გადაბარგებულმა 29 წლის ფორვარდმა გენუურ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში გამართა
ესეც ასე - ევროპულ ფეხბურთში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა. კლუბებს 1 თებერვლის შუაღამემდე (შუაევროპული დროით) ეძლევათ საშუალება გამოასწორონ საკადრო პრობლემები, გაძლიერდნენ.

ვერ ვიტყვით, რომ სატრანსფერო სეზონის გახსნას მაშინვე დიდი ცვლილებები მოყვა... არა, ჯერჯერობით სჭარბობს იჯარები და იჯარიდან დაბრუნებები. ზოგიერთ საფეხბურთო ქვეყანაში საერთოდ სრული შტილია - ესპანეთში ჯერ მხოლოდ ერთი ტრანსფერი განხორციელდა, "გრანადაში" ფეხი ვერ მოიკიდა 22 წლის ფრანგმა იოან მოლომ და ის სამშობლოში გააბრუნეს.

დღეისათვის ზამთრის მთავარი ტრანსფერი (მათ შორის, რაც ოფიციალურად დადასტურდა) ალბერტო ჯილარდინოს ტოსკანიდან ლიგურიაში გადაბარგებაა. მათთვის, ვისთვისაც იტალიის რეგიონების სახელები ბევრ არაფერს ეუბნება, ვიტყვით, რომ ჯილა "ფიორენტინადან" "ჯენოაში" გადავიდა. 29 წლის ფორვარდმა, რომელსაც "სკუადრა აძურაში" 47 თამაშში 17 გოლი აქვს გატანილი, 4,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ახალ კლუბთან.

სატრანსფერო თანხა არ გამოუცხადებიათ, თუმცა იტალიური მედია ამტკიცებს, რომ ფორვარდის სანაცვლოდ "ჯენოამ" 8 მილიონი ევრო გადაიხადა. გუშინ "ჯენოა" შვებულების შემდეგ პირველად შეიკრიბა, ვარჯიშზე, რომელსაც 2 ათასი ფანი დაესწრო, ახალწვეული ვარსკვლავიც გამოცხადდა. ამ ფოტოზე ის სულაც ჩვენებურ კახა კალაძესთან ერთად ვარჯიშობს.

ხმაურიანია ტიერი ანრის ლონდონში 2 თვით გადაბარგების ამბავიც, მაგრამ ამაზე იმდენი "ვიხმაურეთ", რომ ამჯერად მშრალი ინფორმაციით დავკმაყოფილდებით - ბრიტანულმა ტელევიზიებმა გამოაცხადეს, რომ ტრანსფერმა უკვე ოფიციალური სახე მიიღო. "იუვენტუსმა" უკვე გაიფორმა ფორვარდი მარკო ბორიელო და იჯარაში "რომას" 500 ათასი ევრო გადაუხადა.

დანარჩენებს კი ცხრილიდან შეიტყობთ. ჩვენ ამ რუბრიკას 1 თებერვლამდე ტრადიციულს გავხდით და 2-3 დღეში ერთხელ (გააჩნია ტრანსფერების სიმრავლეს) შემოგთავაზებთ ძირითად საფეხბურთო ლიგებში განხორციელებულ ტრანსფერებს.

თარ. ფეხბურთელი საიდან სად თანხა

01.01 ნიკოლა ანელკა (საფრ) ჩელსი შანხაი უცნობია

01.01 იან მორავეკი (ჩეხ) შალკე აუგსბურგი იჯარა

01.01 ჰარი კეინი (ინგ) ტოტენჰემი მილუოლი იჯარა

01.01 რაიენ მეისონი (არუ) ტოტენჰემი მილუოლი იჯარა

01.01 დენი უილსონი (შოტლ) ლივერპული ბლექპული იჯარა

01.01 ემანუელ ფრიმპონგი (გან) არსენალი ვულვზი იჯარა

01.01 ანდროს თაუნსენდი (ინგ) ტოტენჰემი ლიდსი იჯარა

01.01 ლენდონ დონოვანი (აშშ) ლოს ანჯელ. ევერტონი იჯარა

02.01 ფედერიკო მაკედა (იტა) მანჩ. იუნ. ქპრ იჯარა

02.01 იოან მოლო (საფრ) გრანადა ნანსი იჯარა

02.01 გილფი სიგურდსონი (ისლ) ჰოფენჰ. სუონსი იჯარა

02.01 სლობოდან მედოიევიჩი (სერბ) ვოივოდინა ვოლფსბურგი უცნობია

02.01 თოლგა ჯიგერჯი (გერმ) ვოლფსბ. გლადბახი იჯარა

02.01 მიხაელ ტურკი (გერმ) აუგსბურგი ჰაიდენჰ. თავ. აგენტი

02.01 შტეფან ტესკერი (გერმ) ტვენტე ჰოფენჰაიმი უცნობია

03.01 ფრანკო ვასკესი (არგ) ბელგრანო პალერმო 4,5 მლნ ევრო

03.01 შკოდრან მუსტაფი (გერმ) ევერტონი სამპდორია უცნობია

03.01 დენი პიუ (ინგ) სტოკი ლიდსი უცნობია

03.01 კიერან ტრიპერი (ინგ) სიტი ბარნლი უცნობია

03.01 ენდა სტივენსი (ირლ) შემროკი ასტონ ვილა უცნობია

03.01 ალბერტო ჯილარდინო (იტა) ფიორენტინა ჯენოა 8 მლნ. ევრო

03.01 ჟან-ალან ფანშონი (საფრ) სტრასბური უდინეზე თავ. აგენტი

03.01 მარკო ბორიელო (იტა) რომა იუვენტუსი იჯარა

03.01 ტიერი ანრი (საფრ) ნიუ იორკი არსენალი იჯარა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე