რაგბის საერთაშორისო საბჭოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის სამომავლო გეგმებს ეხება
2011 წლის დასრულებით, ქართული რაგბის განვითარების ერთი, ოთხწლიანი ეტაპი დასრულდა. ამჯერად კი, ახალი წლის დადგომასთან ერთად, მორიგი, ახალი ოთხწლიანი ციკლი იწყება. განსხვავება წარსულსა და აწმყოს შორის ისაა, რომ ამიერიდან საქართველოს რაგბის კავშირს გაათმაგებული, რუტინული შრომა მართებს, რადგან ჩვენი გუნდისგან ყველა, მთელი მსოფლიოს სარაგბო სამყარო უფრო მეტს ელის და მოითხოვს, ვიდრე აქამდე.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის სამომავლო გეგმებს ეხება. ავტორს ის ძალიან ამბიციურად მოეჩვენა და სათაურიც ასე დაარქვა "საქართველოს ამბიციური გეგმები 2015 წლისთვის". გთავაზობთ ამონარიდს ამ წერილიდან:

"2011 წლის მსოფლიოს თასის შედეგებმა და ანალიზმა გვიჩვენა, რომ რაგბის მეორე დონის ქვეყნები აშკარა პროგრესს განიცდიან. მოსალოდნელია, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის ისინი კიდევ უფრო მოუმატებენ და, ვფქირობთ, რომ ინგლისში ბობოლებს დიდ პრობლემებს შეუქმნიან.

ამაში დარწმუნებულია საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძეც.

ნიჟარაძემ და მისმა გუნდმა მიზნად დაისახა ახალ ზელანდიაში ჯგუფურ ტურნირზე რუმინეთის დამარცხება და არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ღირსეულად თამაში. ეს მიზანი მიღწეულია.

ახლა ამბიციურ ქართველებს ერთი გამარჯვება აღარ აკმაყოფილებთ და მომდევნო მსოფლიოს თასის გათამაშებაში მეოთხედფინალს უმიზნებენ. მათი ეს მისწრაფება, ვფიქრობთ, რეალისტურია.

- იმედი მაქვს, რომ მომდევნო ოთწლიანი ციკლის ბოლოს ჩვენ ძალიან ბევრს გავაოცებთ. ჩვენი მიზანი ნათელია. გვინდა პირველი დონის გუნდებს შორის დავიმკვიდროთ ადგილი. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, სრული მხრადაჭერაა როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან. ასე რომ, ახლა სარაგბო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ - გვითხრა გიორგი ნიჟარაძემ.

ინფრასტრუქტურას, ანუ სარაგბო სტადიონებს ქართველები იმ მიწაზე აშენებენ, რომელიც სახელმწიფომ უსასყიდლოდ გადასცა. ეს მოედნები შიდა ჩემპიონატის დონეს აამაღლებს. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ქართველ მორაგბეთა უმრავლესობა საფრანგეთის გუნდებში თამაშობს, საქართველოს რაგბის კავშირში ამაყობენ იმით, რომ 2011 წლის მსოფლიოს თასზე ნაკრებში ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ცხრა მორაგბე ირიცხებოდა. (2007 წელს გამართულ მსოფლიოს თასზე ასეთი არავინ იყო.)

თუმცა, ნიჟარაძეს მიაჩნია, რომ უცხოეთში მოთამაშეების გადინებას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე პრობლემები:

- საფრანგეთში ჩვენი მორაგბეების თამაში მათთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა იასპარეზონ მაღალი დონის რაგბიში. იქ ახლა გარკვეული პრობლემები გვექმნება, მაგრამ ჩვენ ვეძებთ ალტერნატივას. იმედი გვაქვს, რომ ერთ-ერთი იქნება დიდი ბრიტანეთი.

ორმა ქართველმა მორაგბემ უკვე ითამაშა ინგლისური "გლოსტერის" სათადარიგო გუნდში. წლეულს კი, ინგლისში კიდევ ხუთ ახალგაზრდა მორაგბეს გავაგზავნით.

რაოდენობა ხარისხის არ ნიშნავს

საქართველოს ჩემპონატის სხვადასხვა დივიზიონებში გუნდების და შესაბამისად მოთამაშეების რაოდენობის ზრდა ქართული რაგბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ოთხი წლის წინათ ოფიციალურად დარეგისტრირებული იყო 2 600 მორაგბე, დღეისთვის მათი რიცხვი თითქმის გაორმაგდა და 5 289-ს მიაღწია. ნიჟარაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი ექვს-შვიდ წელიწადში ეს რიცხვი 30 000-მდე გაიზარდოს.

- მოთამაშეების რაოდენობის ზრდა თავისთავად ვერ გადაწყვეტს პრობლემას. შეიძლება გუნდებისა და მოთამაშეების რაოდენობა გაზარდო, მაგრამ, მთავარია, მათი ხარისხი ამაღლდეს. ამის გარეშე არაფერი გამოვა - დასძინა გიორგი ნიჟარაძემ.

აი რატომ არის, რომ საქართველოს რაგბის კავშირში სერიოზულად მუშაობენ უცხოელი სპეციალისტების მიწვევაზე. რიჩი დიქსონი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო, ახლა რაგბის კავშირის კონსულტანტია. მის გარდა ასევე იმუშავებენ მწვრთნელები ახალი ზელანდიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

- ჩვენ მოვიწვიეთ უცხოელი სპეციალისტები საიმისოდ, რომ განათლებაში მოგვეხმარონ. ისინი არა მარტო ეროვნულ გუნდთან იმუშავებენ, არამედ დაგვეხმარებიან ჩვენი სარაგბო აკადემიის განვითარებაში, მისი მუშაობის დახვეწაში, რაც ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. - თქვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.

გიორგი ნიჟარაძისა და მისი გუნდის დამსახურების შეუფასებლობა არ იქნება სწორი. საქართველოს რაგბის კავშირში ორმოცამდე თანამშრომელია. მართალია, მათი საქმიანობა ისეთი მყვირალა არ არის, როგორიც ინგლისის და ავსტრალიის რაგბის კავშირების, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიჟარაძის წვლილი რაგბის განვითარების საქმეში უფრო მეტია, ვიდრე მისი "ბობოლა" კოლეგების.

- ეს სამუშაო, უწინარესად, უდიდესი პასუხისმგებლობაა. გაცილებით რთულია იყო მეორე დონის ქვეყნის რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ვიდრე პირველი დონის ქვეყნის რაგბის ხელმძღვანელი. ეს არის სამუშაო დღე-ღამეში 24 საათი, შვიდი დღე კვირაში, ყოველგვარი უქმეების გარეშე. თუ გინდათ რაიმე შედეგს მიაღწიო, სწორედ ამ რეჟიმში უნდა იმუშაო. მაგრამ ეს ჩვენი არჩევანია. ეს იმიტომ ავირჩიეთ, რომ რაგბი გვიყვარს. ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ნებისმიერი, ვისაც თუნდაც ერთხელ ჰქონია შეხება რაგბისთან, სამუდამოდ იქ რჩება" - დაასკვნა გიორგი ნიჟარაძემ.

უდიდესი მსოფლიოს თასი

ერთი სიტყვით, ყოველივე ეს ღირს იმად, რომ მეორე დონის სარაგბო ქვეყნები ელიტურს დაუახლოვდნენ. საამისოდ კი აუცილებელია, რომ ამ გუნდებმა ერთმანეთან ხშირად ითამაშონ. თებერვალში ამერიკაში გაიმართება მეორე დონის სარაგბო ქვეყნების ხელმძღვანელთა შეხვედრა, სადაც სავარაუდოდ, ახალი ტურნირის ორგანიზებაზე შეთანხმდებიან და ის 2013 წელს გაიმართება.

ეს ცხადია, ამ ქვეყნების სათამაშო დონის ამაღლებას განუხრელად ხელს შეუწყობს. გიორგი ნიჟარაძეს მტკიცედ სჯერა, რომ საქართველოსა და სხვა მეორე დონის ქვეყნების გუნდებს, შეუძლიათ ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასი საუკეთესოდ აქციონ.

- ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშება სრულიად სხვანაირი იქნება, არა მარტო სათამაშო დონით, არამედ სხვა დანარჩენითაც. ეს იქნება მსოფლიოს უდიდესი ჩემპიონატი. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული - თქვა გიორგი ნიჟარაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან