იტალიურ რეჯო ემილიაში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირის მე-7 ტურში ჩვენებურმა მარიაგრაცია დე როსა 42-ე სვლაზე დაამარცხა
იტალიურ რეჯო ემილიაში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე გუშინ მე-7 ტურის პარტიები გათამაშდა. სოფიკო გურამიშვილმა, რომელიც თეთრებით იტალიელ მარიაგრაცია დე როსას ხვდებოდა, 42-ე სვლაზე მეექვსე გამარჯვება იზეიმა.

ამდენივე სვლა დასჭირდა ბელარუს ანა შარევიჩს მასპინძელ მარიანა კიერიჩის დასამარცხებლად. მარინა ბრუნელომ (იტალია) ივა ვიდენოვას (ბულგარეთი) სძლია. გუშინდელი ორთაბრძოლების შემდეგ 6 ქულით ერთპიროვნულად კვლავ გურამიშვილი ლიდერობს. შარევიჩი მას ქულით ჩამორჩება. მომდევნო ადგილებზე მოდიან: ბრუნელო - 4, დე როსა - 3, ვიდენოვა, კიერიჩი-1,5-1,5 ქულა.

ვაჟთა ტურნირში ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა, უკრაინელმა ვასილი ივანჩუკმა - იგი შავი ფიგურებით ნიკიტა ვიტიუგოვს (რუსეთი) 31-ე სვლაზე დანებდა. დანარჩენი ორი პარტია ყაიმით დამთავრდა: დაზავდნენ - ალექსანდრ მოროზევიჩი (რუსეთი) - ანიშ გირი (ჰოლანდია), ფაბიანო კარუანა (იტალია) - ჰიკარუ ნაკამურა (აშშ).

შვიდი ტურის შემდეგ აქ ასეთი მდგომარეობაა: ნაკამურა - 15, მოროზევიჩი - 11, გირი - 9, კარუანა, ივანჩუკი - 8-8, ვიტიუგოვი - 5 ქულა.

დღეს მე-8 ტურში ითამაშებენ: ქალები. კიერიჩი - გურამიშვილი, დე როსა - ვიდენოვა, ბრუნელო - შარევიჩი; ვაჟები. გირი - ვიტიუგოვი, ივანჩუკი - კარუანა, ნაკამურა - მოროზევიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად