"შერატონში" სწრაფ ჭადრაკში პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის თასი გათამაშდება, რომლის საპრიზო ფონდი 40 000 დოლარია
თბილისში უძლიერეს მოჭადრაკე ქალთა ტურნირი გაიმართება 40 000 დოლარის საპრიზო ფონდით.

პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, 2012 წლის 17-22 თებერვალს სასტუმრო "შერატონში" სწრაფ ჭადრაკში პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის თასი გათამაშდება, რომლის მონაწილენიც 2009-2010 და 2010-2011 წლების შედეგებით შეირჩა.

ეს იქნება ქალთა ჭადრაკის ისტორიაში უძლიერესი საერთაშორისო შეჯიბრება, რომელშიც მსოფლიოს სამი ჩემპიონი, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ხუთი გამარჯვებული და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონები, მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგის პირველი ათეულის წარმომადგენლები იბრძოლებენ მთავარი პრიზისთვის.

ესენი არიან: ხუთგზის მსოფლიოს და საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე (2500), 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ნანა ძაგნიძე (2535), მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები - ალექსანდრა კოსტენიუკი (2448, რუსეთი, 2010 წელს მან საჭადრაკო ოლიმპიადაზეც მიაღწია წარმატებას) და ანტოანეტა სტეფანოვა (2523, ბულგარეთი), ორ-ორგზის ევროპის ჩემპიონები - კატერინა ლახნო (2557, უკრაინა), პია კრამლინგი (2491, შვედეთი), ტატიანა კოსინცევა (2513, რუსეთი, 2010 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი), ევროპის მრავალგზის პრიზიორი ნადეჟდა კოსინცევა (2537, რუსეთი, 2010 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი), ვიქტორია ჩმილიტე (2503, ლიტვა, 2011 წელს თბილისში მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა), ანა მუზიჩუკი (2580, სლოვენია, 20-წლიანებში მსოფლიოს ჩემპიონი), ანა ზატონსკიხი (2506, აშშ, ამერიკის ჩემპიონი) და ზეინაბ მამედიაროვა (2132, აზერბაიჯანი).

მოჭადარკეებს თითოეული პარტიისთვის 20-20 წუთი მიეცემათ ყოველ სვლაზე 5-5 წამის დამატებით. საპრიზო ფონდია 40 000 ამერიკული დოლარი, საიდანაც გამარჯვებული 10 000 დოლარს დაიმსახურებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა