ზუგდიდური კლუბი 31 წლის მეკარემ და კაპიტანმა გიორგი სომხიშვილმა დატოვა და მას კვალში 19 წლის მცველი ნიკა აფაქიძეც უდგას
ზუგდიდის "ბაია" კაპიტანმა გიორგი სომხიშვილმა დატოვა. 31 წლის მეკარე გუნდს ჩემპიონატის დაწყებისას შეუერთდა, სეზონისთვის სათანადოდ მომზადება ვერ მოახერხა, თუმცა ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი ჩინებულად ჩაატარა და "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებსაც გაუშინაურდა.

სომხიშვილი "ბაიას" ნამდვილი ლიდერი იყო, მოედანზე მწვრთნელს თანაშემწეობას უწევდა და თუ "ბაიას" საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსი აქვს, ამაში გიორგის დამსახურებაცაა.

გუნდს მასთან განშორება არ სურდა, მაგრამ "ბაიაში" ჯერაც გაურკვეველი ფინანსური მდგომარეობაა და გაცლა ამჯობინა. შევიტყვეთ, რომ გიორგის უმაღლესი ლიგის ორი კლუბი იწვევს.

"ბაიას" დატოვება სურს ნიკა აფაქიძესაც. მასაც ქართული კლუბები იწვევენ - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის მცველმა შემოდგომაზე თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამ აფაქიძე კარიერის გაგრძელებას ევროპაში იმედოვნებს და ჯერ აქაურ გუნდში გადასვლისგან თავს იკავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს