გერმანიის ჩემპიონმა სუპერ-ტრანსფერი სრულყო, მარკო როისი კარიერას "დორტმუნდში" გააგრძელებს

აი, ტრანსფერი: გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტის ბედი გადაწყვეტილია! გუშინ, "ბილდმა" ექსკლუზიურად გაავრცელა ცნობა გადაწყვეტილი და ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურებული ტრანსფერის შესახებ: "გლადბახის" 22 წლის გარემარბი მარკო როისი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დორტმუნდის "ბორუსიაში" გადავა!

ფეხბურთელში, რომელმაც ბუნდესლიგის პირველი წრე შესანიშნავად ჩაატარა და 13 გოლის გატანა შეძლო, გერმანიის მოქმედი ჩემპიონი 17.5 მილიონ ევროს გადაიხდის. სწორედ ეს თანხა ეწერა როისის კონტრაქტში და რაკი ფეხბურთელმა BVB-ს თანხმობა უთხრა, "გლადბახს" ვაჭრობა აღარ შეეძლო. დორტმუნდელებმა მიუნხენის "ბაიერნს", მადრიდის "რეალს" და ლონდონის "არსენალს" დაასწრეს - მარკოს გადაბირებაზე ეს გრანდებიც ფიქრობდნენ.

როისმა საბოლოო გადაწყვეტილება დუბაიში მიიღო, სადაც მიონხენგლადბახელები მეორე წრისთვის მოსამზადებელ შეკრებას გადიან.

აღსანიშნავია, რომ დორტმუნდის "ბორუსია" მარკოს პირველი კლუბი იყო - მისი მშობლები და მეგობარი გოგონა დღემდე დორტმუნდში ცხოვრობენ. "გლადბახის" შეფებს მარკომ გადაწყვეტილების შესახებ სამშაბათს დილას ამცნო. აქვე გეტყვით, რომ მიონხენგლადბახელები მას ახალი კონტრაქტის (2016 წლამდე) გაფორმებას სთავაზობდნენ.

კრინგე, და სილვა და ზიდანი წავლენ

როისის შესაძენი ფულის დაზოგვას კი დორტმუნდელები დღეიდანვე იწყებენ. სეზონის ბოლოს "დორტმუნდში" ერთდროულად ხუთ ისეთ ფეხბურთელს უმთავრდება კონტრაქტი, რომლებიც "ბორუსიას" ფაქტობრივად არაფერში არგიან, ხელფასები კი საკმაოდ მაღალი აქვთ. "ბილდის" ცნობით, დორტმუნდელთა თავკაც იურგენ კლოპს გადაწყვეტილი აქვს, რომ მათ ახალი ხელშეკრულებები არ გაუფორმოს, რაც

გუნდს ჯამში დაახლოებით 8 მილიონ ევროს დაუზოგავს. ეს თანხა კი BVB-ს ზაფხულისთვის როისის ტრანსფერში შეეწევა.

რაც შეეხება იმ მოთამაშეებს, რომელთა გაშვებაც კლოპმა უკვე გადაწყვიტა - ესენი არიან: 29 წლის ნახევარმცველი ფლორიან კრინგე, რომელიც წელიწადში 3 მილიონ ევროს იღებს, მოედანზე კი მხოლოდ უკიდურესი გაჭირვების დროს უშვებენ ხოლმე; 30 წლის ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ ზიდანი (2 მილიონი წელიწადში) და 33 წლის ბრაზილიელი საყრდენი ანტონიო და სილვა (0.8 მილიონი).

კრინგეს კლოპის ხელში შანსი არ აქვს და ვესტფალიური კლუბი მას თვალის დაუხამხამებლად შეელევა, და სილვა ნელ-ნელა არასაფეხბურთო ასაკს უახლოვდება და იურგენი ამ უკანასკნელს უკვე ამჯობინებს ახალგაზრდა მორიტც ლაიტნერს, ზიდანს კი პირველ წრეში ფაქტობრივად არ უთამაშია, რადგან "დორტმუნდის" წინა ხაზზე უდიდესი კონკურენციაა - ეგვიპტელი კი არა, ძირითად შემადგენლობაში თვით ლუკას ბარიოსი ვეღარ ხვდება...

სეზონის ბოლოს კონტრაქტები კაპიტან სებასტიან კელს (31 წლის, 3.5 მილიონი წელიწადში) და მარჯვენა მცველ პატრიკ ოვომოიელასაც (32, 1.5 მილიონი) უმთავრდებათ, მაგრამ კლოპს ეს ფეხბურთელები სჭირდება. ასე რომ, უახლოეს მომავალში, "ბორუსიას" შეფები კელსაც და ოვომოიელასაც ახალ ხელშეკრულებებს შესთავაზებენ (ხელფასის დაკლება ორივეს გარანტირებული აქვს).

"ზოგიერთ ფეხბურთელს ფულს ფაქტობრივად ტყუილად ვუხდით, რასაც ზაფხულში ბოლო მოეღება," - ადასტურებს მენეჯერი მიხაელ ცორკი გვარების დაკონკრეტების გარეშე, თუმცა რთული მისახვედრი არაა, რომელ მოთამაშეებს გულისხმობს.

ბარიოსი არავის აინტერესებს

რაც შეეხება 27 წლის თავდამსხმელ ლუკას ბარიოსს, რომელმაც დორტმუნდიდან აბარგების სურვილი გამოთქვა: გაპარაგვაელებული არგენტინელის ყიდვის სურვილი ჯერ არცერთ კლუბს არ გამოუთქვამს, რაც ცორკმა დაადასტურა.

"ლუკასის თაობაზე ჯერჯერობით არავის დაურეკავს. სასტარტო შემადგენლობაში თამაშის გარანტია არცერთი ფეხბურთელისთვის არ მიგვიცია და ამას არც ბარიოსის შემთხვევაში გავაკეთებთ. იმიტომ კი არა, რომ ცუდი ფეხბურთელია - უბრალოდ, ასეთია ჩვენი პრინციპი. მეტსაც გეტყვით: ჩვენ ყველას გვინდა, რომ ლუკასი დარჩეს, რადგან მის შესაძლებლობებში დაეჭვების მიზეზი არ გვაქვს.

კლოპი ამ ეტაპზე რობერტ ლევანდოვსკის ანიჭებს უპირატესობას, რადგან ბარიოსი სეზონის დასაწყისში ტრავმირებული იყო, პოლონელმა კი თავი გამოიჩინა და მოედანს უგოლოდ იშვიათად ტოვებს. ბარიოსს ვურჩევ, შექმნილ ვითარებას შეეგუოს - ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ის არ გვჭირდება. პირიქით: გვჭირდება და გვინდა, რომ დარჩეს," - განაცხადა "დორტმუნდის" მენეჯერმა "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა