გახსოვთ, რატომ უწოდეს ფაბიო კაპელოს ვირი? იმიტომ, რომ მან "არსენალის" ამომავალი ვარსკვლავი ჯეკ უილშერი ნაკრებში არ გამოიძახა. სამაგიეროდ...

გახსოვთ, რატომ უწოდეს ფაბიო კაპელოს ვირი? იმიტომ, რომ მან "არსენალის" ამომავალი ვარსკვლავი ჯეკ უილშერი ნაკრებში არ გამოიძახა. სამაგიეროდ უილშერი გამოიძახა პოლიციამ... თუმცა გამოიძახა კი არა, ქეჩოში ხელი ჩაავლო, წაიყვანა და მთელი ათი საათი გისოსებს მიღმა აყურყუტა - ასეთია ღამის იმციდენტის შედეგები, რომელშიც 18 წლის "მეთოფე" მონაწილეობდა. მთავარი დაზარალებული გახლავთ ვიღაც 21 წლის გოგო, რომელსაც იდაყვი გაბზარვია. ჩხუბი ლონდონის მოდური და მდიდრული ღამის კლუბის "ამიკას" გარეთ მოხდა. გოგოს რამდენჯერმა დაარტყვეს და მიწაზეც დაანარცხეს. სახეში ურტყეს მის ბოიფრენდსაც.

უილშერი, რომელიც ასაკის მიუხედავად აგვისტოში უნგრელების წინააღმდეგ ინგლისის ნაკრებში ათამაშეს, ამ კლუბში სამ ძმაკაცთან ერთად იყო. პოლიცია რომ მოვიდა ბიჭები ტაქსიში ჯდებოდნენ და ის ის იყო იქაურობას უნდა გაცლოდნენ. ისინი ეგრეთწოდებული სხეულის დაზიანების ეჭვით დააკავეს, დაზარალებულები კი სასწრაფო დახმარებამ წაიყვანა. ინგლისური პრესის ცნობით "ამიკა" ბრიტანეთის პრინცის ჰარის საყვარელი ადგილია. აქ ხშირად ხედავენ "ჩელსის" ვარსკვლავს ფრენკ ლემპარდსაც. პოლიციის წარმომადგენელმა სიტყვასიტყვით ასე განაცხადა: "ღამის კლუბის წინ მოხდა საზიზღარი ინციდენტი, რომელიც სიმთვრალემ გამოიწვია".

უილშერმა, შაბათს "ბლექბერნთან" 2:1 მოგებაში მხოლოდ ბოლო ექვსწუთიანი მონაწილეობა მიიღო. ფეხბურთელი და მისი დაკავებული მეგობრები კონგსტონის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ახლა, გამომძიებლების განკარგულებაში მოწმეთა ჩვენებების გარდა არის თითის ანაბეჭდები, სისხლის ანალიზი და კლუბთან დაყენებული ვიდეოკამერების კადრები. დაჭერილები ოქტომბრის შუამდე თავდებით გამოუშვეს.

კლუბთან დაყენებული კამერები ვახსენეთ... ამაზე უკეთესს ინგლისური გაზეთი ვერ ინატრებდა: ეს კამერები "დეილი მეილის" კენსინგტონის ოფისის კარზეა დაყენებული და ჩხუბიც სწორედ მის წინ მოხდა. "მეილის" ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათი ეჭვით დაზარალებულმა ქალმა ხელი უფრო წაქცევის გამო მოიტეხა ვიდრე დარტყმის შედეგად. პოლიციამ წაიღო ქალის ხელიდან ჩამოვარდნილი ბრილიანტებით გაწყობილი სამაჯურიც. მოჩხუბრების გაშველება ღამის კლუბის დაცვის წევრებმა სცადეს. ისინი შენობიდან გამოვარდნენ და მხარეების დაშორიშორებას ლამობდნენ. ერთმა კარისკაცმა შიგნით მომხდარი ამბავი მოყვა:

"ქაოსი ატყდა. ისინი ერთმანეთს დაუნდობლად ურტყამდნენ და ებღაუჭებოდნენ. ვიღაც ქალი დაბლა ეგდო და კიოდა. სხვა ქალებმაც იკივლეს და შენობიდან გარეთ გავარდნენ. ჩვენ მათი დაშორიშორება ვცადეთ, მაგრამ ისე იყვნენ ერთმანეთს ჩაბღაუჭებულები, რომ ვერ მოვახერხეთ. ძალიან დიდი ხმაური იდგა და ერთ ბიჭს ცხვირიდან და პირიდან სისხლი მოსდიოდა. პოლიცია დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ მოვიდა. ყველაფერი გამაოგნებელი იმიტომ იყო, რომ ჩვენი კლუბი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ რაიონშია და აქ საერთოდ, ასეთ აყალმაყალს ხალხი დაჩვეული არ არის".

ძალიან საინტერესო ისიც გახლავთ, რომ გარეთ გასულ უილშერს (სანამ ტაქსიში ჩაჯდებოდა) ერთ-ერთ ძმაკაცთანაც მოსვლია შელაპარაკება. თვითმხილველები ზუსტად ვერ ამბობენ თუ რას ეუბნებოდნენ ბიჭები ერთმანეთს, მაგრამ ეჭვია, რომ უილშერი მეორის დაწყნარებას უფრო ცდილობდა. პოლიციიდან გამოსულ ხმათა თანახმად, ჩხუბის უკლებლივ ყველა მონაწილის მტკიცებით დაზარალებული ქალი თავიდანვე მაჩხუბრების გაშველებას ცდილობდა".

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"