იტალიურ რეჯო ემილიაში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირის მე-8 ტურში გურამიშვილი და კიერიჩი ყაიმზე შეთანხმდნენ
იტალიურ რეჯო ემილიაში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე გუშინ მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ქალებში დიდ ინტერესს იწვევდა ერთპიროვნულ ლიდერ სოფიკო გურამიშვილისა და მასპინძელ მარიანა კიერიჩის ორთაბრძოლა. იტალიელი შვიდი ტურის შემდეგ 1,5 ქულით ბულგარელ ივა ვიდენოვასთან ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფდა.

პირველი წრის დაპირისპირებაში თბილისელმა დიდოსტატმა იოლად იმარჯვა, გუშინ კი კიერიჩიმ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ჩვენებურს, ერთ მომენტში მატერიალურ უპირატესობასაც მიაღწია, მაგრამ მისი რეალიზება ბოლომდე ვერ შეძლო და 63-ე სვლაზე მეტოქეები ყაიმზე შეთანხმდნენ.

ამ დაზავებით ვერ ისარგებლა ბელარუსმა ანა შარევიჩმა, რომელსაც შანსი გაუჩნდა, გურამიშვილთან ქულიანი სხვაობა გაენახევრებინა - სლავი დიდოსტატი შავი ფიგურებით იტალიელ მარინა ბრუნელოსთან ნახევარ ქულას დასჯერდა. სამაგიეროდ, გათამაშების ცხრილში პირველი გამარჯვება ჩაიწერა ივა ვიდენოვამ - შავებით მარიაგრაცია დე როსას სულ რაღაც 15 სვლაში აჯობა.

რვა ტურის შემდეგ ქალთა სატურნირო მდგომარეობა ასეთია: გურამიშვილი-6,5, შარევიჩი-5,5, ბრუნელო-4,5, დე როსა-3, ვიდენოვა-2,5, კიერიჩი-2 ქულა.

საკმაოდ დაიძაბა სატურნირო სიტუაცია ვაჟებში. შვიდი ტურის შემდეგ აქ 15 ქულით ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) მეწინავეობდა. გუშინ იგი თეთრი ფიგურებით უახლოეს მდევარ ალექსანდრ მოროზევიჩთან (რუსეთი) დამარცხდა და მათ შორის ქულათა სხვაობა ერთამდე დავიდა. ასევე, შავებით წარმატებას მიაღწია ფაბიანო კარუანამ (იტალია) - 34-ე სვლაზე ვასილი ივანჩუკს გააჩერებინა საათი.

უკრაინელი დიდოსტატისთვის ეს ზედიზედ მეოთხე (!) მარცხია. მსგავსი ფიასკო, შესაძლოა, ივანჩუკმა თავის საჭადრაკო კარიერაში ვერც გაიხსენოს. ანიშ გირისა (ჰოლანდია) და ნიკიტა ვიტიუგოვის (რუსეთი) პაექრობა ნიდერლანდელის გამარჯვებით დასრულდა.

სატურნირო მდგომარეობა 8 ტურის შემდეგ: ნაკამურა-15, მოროზევიჩი-14, გირი-12, კარუანა-11, ივანჩუკი-8, ვიტიუგოვი-5 ქულა.

დღეს მე-9 ტურში ითამაშებენ; ქალები. ვიდენოვა-გურამიშვილი, შარევიჩი-დე როსა, ბრუნელო-კიერიჩი; ვაჟები. ნაკამურა-გირი, მოროზევიჩი-ივანჩუკი, კარუანა-ვიტიუგოვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად