ნიკოლაი ლავრენკომ "ოლექსანდრიადან" ქართველი ლიდერის წასვლაზე ისაუბრა
"ოლექსანდრიას" პრეზიდენტმა ნიკოლაი ლავრენკომ გუნდიდან ერთ-ერთი ლიდერის, ქართველი ფლანგელის დავით თარგამაძის წასვლის შესახებ ისაუბრა.

"დავითთან საუბარი ბოლო დროს ძალიან რთული იყო. მის ნაცვლად პასუხებს სხვა მცემდა. ასევე მისი აგენტიც ძალიან აქტიურად წარმოადგენდა მის ინტერესებს.

დიახ, მანამდე თარგამაძემ ჩვენს კლუბთან კონტრაქტი 2013 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა ხელშეკრულებაში ფეხბურთელმა ისეთი პუნქტის ჩადება მოითხოვა, რომლის მიხედვით, მას თავად ექნებოდა მისი სატრანსფერო ფასის განსაზღვრის უფლება.

ამის შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადმოვიდა "შახტარიც", რომელსაც ქართველის ხილვა თავის რიგებში სურდა. ამჟამად დავითი ოფიციალურად დონეცკური კლუბის წევრია.

- თქვენ თქვით, რომ ფეხბურთელმა თავად განსაზღვრა საკუთარი ტრანსფერის ფასი. ნიშნავს ეს იმას, რომ "ოლექსანდრიას" თავისი ლიდერის გაყიდვის შემდეგ ნორმალური კომპენსაცია არ მიუღია?

- არა, რას ამბობთ. კონკრეტულ ციფრებს არ გეტყვით, რადგან ეს კომერციული საიდმულოა. რა თქმა უნდა, უზარმაზარი თანხა არაა, მაგრამ ჩვენთვის საკმაოდ მისაღებია. თუმცა ამ ფულსაც "შახტარი" ნაწილ-ნაწილ გადაგვიხდის.

თარგამაძის შენარჩუნება შეუძლებელი იყო. თან, თუ გავითვალისწინებთ მის წასვლის სურვილს, ის გუნდში დიდხანს მაინც არ დარჩებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ორი თვის შემდეგ ის "ოლექსანდრიას" მაინც დატოვებდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, სიტუაცია აღარ გაგვერთულებინა.

მომზადებულია isport.ua-ს მიხედვით

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა