ქუთათურთა ახალწვეულისთვის გია გეგუჩაძე ზუსტად ის მწვრთნელია, რომელთან მუშაობაც სჭირდებოდა
"ტორპედომ" ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც "ლელომ" ახალ წლამდე გაავრცელა: ქუთაისურ კლუბში ბოლნისის "სიონის" სამი ფეხბურთელი ჩაირიცხა - ნახევარმცველები, 23 წლის ვალერი ბოლქვაძე და 25 წლის გიორგი ქუცურუა, 25 წლის თავდამსხმელი გიორგი რეხვიაშვილი. სამივემ ქუთაისის "ტორპედოსთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გუნდიდან დაჩის ფოფხაძის, სევასტი თოდუას, თენგიზ ჩიკვილაძის, დავით ბოლქვაძისა და გიორგი მეგრელაძის წასვლის შემდეგ ქუთაისელი გულშემატკივარი ხმაურიან ნამატს ელოდა და გია გეგუჩაძის ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ბევრისთვის მოულოდნელი იყო. თუმცა, ვინც "სიონის" თამაშს ადევნებდა თვალს, აუცილებლად შენიშნავდა, რომ ეს სამეული აშკარად გამოირჩეოდა.

გეგუჩაძის შერჩეული სამეულიდან ყურადღებას ვალერი ბოლქვაძეზე შევაჩერებთ, რომელიც სამი წლის წინ თბილისის "დინამოში" იყო. ნიჭიერი პლეიმეიკერი განსაკუთრებით კახა ცხადაძეს მოსწონდა და ახალგაზრდულ ნაკრებშიც იწვევდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი აერია, "დინამოში" ფეხი ვერ მოიკიდა და გუნდი დატოვა.

2010-11 წლების სეზონში ცხინვალის "სპარტაკში" თამაშობდა (19 მატჩი, 2 გოლი), მიმდინარე ჩემპიონატში კი "სიონში" 13 შეხვედრა ჩაატარა. თამაშობდა, არ გაჩერებულა, მაგრამ საკუთარი თავი ვერსად იპოვა.

"გია გეგუჩაძე ახალ წლამდე შემხვდა, "ტორპედოში" გადასვლა შემომთავაზა. მითხრა, ბევრი შეგიძლია, მთავარია, ამყვე და მოინდომო, თუ გინდა, დიდი ფეხბურთი ითამაშოო. ასე რომ, ქუთაისელებმა ახალი წელი ყველაზე სასურველი და სასიხარულო წინადადებით მომილოცეს" - ამბობს ბოლქვაძე.

ბოლქვაძე წინა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ცხინვალის "სპარტაკიდან" გაუშვეს. მაშინ ტრავმაც აწუხებდა, ბევრმა ხაზი გადაუსვა და პირველი ლიგის "ზოოვეტში" ვარჯიშობდა. ამის შემდეგ შეეხმიანა "სიონი", სადაც ფორმა აღიდგინა:

"ნუ დაგვავიწყდება, რომ "სიონი" მხოლოდ წლეულს იყო აუტსაიდერებში, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. ამის მიუხედავად, ცუდი ფეხბურთელები არ შეკრებილან. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სეზონის დაწყებამდე გუნდს არც შეკრება გაუვლია და არც განსაკუთრებული სავარჯიშო თუ ფინანსური პირობები ჰქონია, ვფიქრობ, ნორმალურ სათამაშო მდგომარეობაში ვარ და ამ ეტაპზე არაფერი მაწუხებს".

გეგუჩაძემ წარმატებული მწვრთნელის სახელი დაიგდო, ამიტომ მასთან მუშაობა ყველა ფეხბურთელისთვის სასურველია და ბოლქვაძე გამონაკლისი არ არის. მაგრამ ნიჭიერ ნახევარმცველს ბევრი ვერ უგებდა და ვერ აფასებდა. "სიონში" გადასული ფაქტობრივად ჩამოწერილი მოთამაშე კი უცებ ამბიციურ "ტორპედოში" მოხვდა.

ამიტომ ამბობს, რომ მისთვის გეგუჩაძის დაინტერესება მოულოდნელი იყო:

"ჩემთვის "სიონიდან" ასეთ ამბიციურ კლუბში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება "ჩამოწერილ ფეხბურთელობას": ყველაზე კარგად მე ვხვდები, რომ "ტორპედოში" გადასვლა ჩემი ბოლო შანსია საიმისოდ, დიდი ფეხბურთი რომ ვითამაშო - ვგულისხმობ არა მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის დონეს. ამიტომაც ვუხდი მადლობას ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს შანსი მომცა, უპირველესად, გია გეგუჩაძეს.

ყველანაირად შევეცდები, მაქსიმუმი გამოვავლინო. ვიცი, ყველაზე მთავარი თამაშები ჯერ წინაა. ახლა, როცა ყველა პირობა მექნება ფეხბურთის სათამაშოდ, ძალიან მაინტერესებს, რეალურად რა შემიძლია, საამისოდ კი შრომას არ დავიშურებ.

ჩემთვის უმნიშვნელოვანესია გეგუჩაძის, როგორც ძლიერი, წარმატებული მწვრთნელის ფაქტორი და იმედი გამიჩნდა, რომ მისი დახმარებით წარმატებულ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდები. შემიძლია ვთქვა, რომ 2011 წლის ბოლოს ოცნება ამიხდა. ამაზე მეტად არც ერთ გუნდში თამაში არ მინდოდა, გეგუჩაძე კი ზუსტად ის მწვრთნელია, რომელთან მუშაობაც ძალიან მჭირდებოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

NIKA NEMSADZE
ხოდა მაგას ვამბობ 2კაცი გვიანდა ლეგიონერები ტორპედოსჰი მოიყვანეგეგუჰადზე
kz
ერთი ორი ლეგიონერით გუნდში ქვეყანა არ დაიქცევა, მე პირადად წასული ქართველების დაბრუნება გამიხარდებოდა უფრო მეტად, პირობები უნდა შეუქმნატ ბიჭებს ესაა უპირველესი საზრუნავი
nika nemsadze
ლეგიონერები აუცილებლად უამისოდ არაფერი გამოვა
nugzari
რა ცუდია რომ ახალგაზრდები ვიდეო არქივშიც არ უკურებენ დველ ტამაშებს თორემ დარწმუნდებოდნენ ლეგიონერების გარშე როგორ ფეხბურთს თამაშობდნენ ქარტველები. მაგ მიდგომიტ 2 საკვალიფიკაცის ვერ გავცდებით და მერე .....ვინ ვათამაშოტ მსოფლიო და ევროპის ჩემიონატზე ჩამოცერილი ლიგიონერები?
kz
ხმაურიანი ტრანსფერი გვინდა...შედეგი..დროა უკვე დიდი ხანია შედეგს ველოდებით
nika nemsadze
ტორპედო ამბიციური გუნდია და მისი გულსჰემატკივარ 10წელი ვერ უცდის გუნდის სჰედეგს დროა უკვე ხმაურიანი ტრანსფერების ლეგიონერები აუცილებელია და ვისოლმა ეს უნდა გაიტვალისწინოს იყო აკ მწყვრტნელტა ტანდემი დატო ყიფიანი და რეზე დზუდზუასჰვილი მატმა ერტ წელიწადსჰი გააკეტეს გუნდი მოიყვანეს უმაგლესი დონის ფეხბურტელები და ტორპედოს კარსჰ გატანა ნებისმიერ გუნდს ნატვრად კონდა დროა იგიივე განმეორდეს
nika nemsadze
ლეგიონერები
nika nemsadze
მანახეტ ისეტი გუნდი რომელიც ლეგიონერების გარესჰე რამეს ახწევს
nika nemsadze
ტორპედოსჰი დროა უკვე ლეგიონერებიც გამოჰნდენ მარტო კარტველებიტ წარმატებას ვერ მოვაგწევტ
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს