სერბული პრესის ცნობით, მერებაშვილსა და "დინამოს" შორის მოლაპარაკებებმა სერიოზული სახე მიიღო
სერბული "ვოივოდინას" ქართველი ლეგიონერი გიორგი მერებაშვილი შესაძლოა თბილისის "დინამოში" დაბრუნდეს.

როგორც გაირკვა, თავად ქართველ ფეხბურთელს სამშობლოში დაბრუნება ძალიან სურს. "ვოივოდინას" ხელმძღვანელობა მერებაშვილს ახალ გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობდა, თუმცა გიორგიმ მათი წინადადება უარყო.

სერბული პრესის ინფორმაციითვე, 2011 წელს სერბეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ მერებაშვილსა და ქართულ მხარეს შორის მოლაპარაკებებმა სერიოზული სახე მიიღო.

თბილისის "დინამოში" გიორგის შესაძლო გადასვლის შესახებ ინფორმაცია თავის მხრივ კლუბის ოფიციალური ფანკლუბის ვებ-გვერდმაც გაავრცელა.

"გლადიატორების" ვებ-გვერდის ცნობით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და საბოლოო სიტყვა "ვოივოდინას" ხელმძღვანელობაზეა. გარდა ამისა ფანკლუბის ცნობით, ტრანსფერის წარმატებულად დამთავრების შემთხვევაში მერებაშვილთან კონტრაქტი სამი წლით გაფორმდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ნახევარმცველით უკრაინული "კარპატი" იყო დაინტერესებული.

გიორგი მერებაშვილი "დინამოში" 2006–2010 წლებში თამაშობდა და 108 მატჩში 86 გოლი გაიტანა.

negredo
მცველები გვჭირდება რა,თორე ამ დაცვით ევროპაში ვერაფერს ვერ ვიზავთ
kz
არ ვიცი ფიფიას რა გონია... ქართული ფეხბურთი კი ნაღდად მოგებული იქნება მისი დაბრუნებით, ნეტა უმრავლესობა დაგვაბრუნებინა და ნორმალური პირობები და მაგალი ხელფასები მიგვაცემინა
Burton
ვინც არ იცით, რა ფეხბურთელია მერებაშვილი, რატომ ლაპარაკობთ??? ზუსტად ასეთი ფეხბურთელების დამატებით მივიღებთ შედეგს!!! ნეტა გურული და ვაწაძე ან მჭედლიძეც ჩამოიყვანონ, მერე ნახეთ!
lasha zaridze
ძალიან მაგარია !!!!!!!! საუკეთესო ფეხბურთელი იქნება დინამოში!!!! საააღოლ დინამოს
ramo
რომან ფიფიას შეცდომით გონია რომ ამ ფეხბურთელების დაბრუნებით რაიმე გამოვა. აღდგომა და ხვალეო.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად