ვეტერანი ჩოგბურთელი საზოგადოებრივ მოძრაობაში სპორტის, უფრო მეტად კი ჩოგბურთის განვითარების საკითხით დაინტერესდება
საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებას" ვეტერანი ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი შეუერთდა. "ქართული ოცნების" წევრად ის ოფიციალურად დღეს დარეგისტრირდა.

როგორც ალექსანდრე მეტრეველმა რეგისტრაციის გავლის შემდეგ აღნიშნა, პირადად მისი და მთლიანად ქართული საზოგადოების ოცნებაა, რომ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგეს სათავეში.

ვეტერანი სპორტსმენის განცხადებით, "ქართულ ოცნებაში" იმიტომ გაწევრიანდა, რომ ამ მიზნის მიღწევაში თავისი წვლილის შეტანა სურს.

რაც შეეხება საზოგადოებრივ მოძრაობაში მისი ინტერესისა და მოქმედების სფეროებს, ალექსანდრე მეტრეველის განცხადებით, სპორტის, უფრო მეტად კი ჩოგბურთის განვითარების საკითხით დაინტერესდება.

სპორტული კარიერის განმავლობაში ალექსანდრე მეტრეველს მრავალი მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს მოპოვებული - არის ერთადერთი ჩოგბურთელი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, რომელმაც უიმბლდონის ტურნირის ფინალში სამჯერ ითამაშა, ასევე ერთადერთი ჩოგბურეთელი მამაკაცი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა; შედიოდა საბჭოთა კავშირის ჩოგბურთელ კაცთა ათეულში 18 წლის განმავლობაში და აქედან 12-ჯერ იყო პირველ ადგილზე; 29-ჯერ გახდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 16-ჯერ - ევროპის პირველობის გამარჯვებული, ასევე არის აზიის ჩემპიონი და სხვა მრავალი ტურნირის გამარჯვებული.

პროფესიით ჟურნალისტი ალექსანდრე მეტრეველი ამჟამად რუსეთის ტელეკომპანია "ენ-ტე-ვე პლუსის" სპორტული კომენტატორია.

"ინტერპრესნიუსი"

negredo
რომელ პატრიოტობაზეა ლაპარაკი ივანიშვილის ფულის ტომარაზე არიან ჩამოკიდებული,კალაძე რატომაც გამოვიდა კარგად გამოჩნდა 8 მილიონი ჩაიჯიბა ივანიშვილის და ხალხს პატრიოტი გონია.
petre
სადაც უნდოდა ამ კაცს იქ გაერთიანდა.კაცი თუ გამყიდველი ხარ რა მნიშვნელობა აქვს რუსულ ფულზე გაიყიდები თუ ამერიკულზე?
დათო
ივანიშვილი არის PU.(TINIS) TANKEBIS traki და მათი ქართველი ქვეშევრდომები ტუალეტის ქაღალდები არიან და იცოდეთ, რომ ტუალეტის ქაღალდების ბოლო გაჩერება კანალიზაციაა.
დათო
putinis tankebis (PU.TANKEBI-ის) ფულზე არ გავიყდები არასდროს კალაძეს, მეტრეველის და მისნაირებივით და არცერთი თავმოყვარე ადამიანი
dima
შენ სულ რო გაყიდული ხარ საეღდო ვიგაცა ხარ დათო რა გაქ სალაპარაკო შენ კალაზEზე და მეტრეველზე
დათო
კალაძე და მეტრეველი გაიყიდა რუსულ ფულზე. ვინ იქნება შემდეგი ქართველი?
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"