"დესპოტმა ფელიქსმა" ჯერ ნახევარმცველი ვიერინია გადაიბირა, გუშინ კი თავდამსხმელ ჯოვანი სიოსაც ("სიონიდან") გაუფორმა კონტრაქტი
ფელიქს მაგათი "ვოლფსბურგის" დაშლა-აწყობას განაგრძობს: ნახევარმცველების, პეტრ ირჟაჩეკის (პლზენის "ვიქტორიადან") და სლობოდან მედოიევიჩის (ნოვი სადიდან), ასევე თავდამსხმელ ფერჰად ჰასანის (ტეტოვოდან) შემდეგ, "მგლების" მთავარმა მწვრთნელმა და მენეჯერმა კიდევ ორი ტრანსფერი სრულყო.

"დესპოტმა ფელიქსმა" ჯერ ნახევარმცველი ვიერინია (სალონიკის პაოკიდან) გადაიბირა, გუშინ კი თავდამსხმელ ჯოვანი სიოსაც (სიონიდან) გაუფორმა კონტრაქტი. 22 წლის სიომ "ვოლფსბურგთან" სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

"ჯოვანი სიო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო ორ წელიწადში უდიდესი პროგრესი განიცადა. სწრაფია და გოლებიც უხვად გააქვს, - აქებს მაგათი ახალწვეულს, - რაც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, მას შეუძლია როგორც გამთამაშებლის, ისე ცენტრალური ნახევარმცველისა და მეორე ფორვარდის პოზიციებზე თამაშიც. ამასთან, ფიზიკურად ძლიერია და დარწმუნებული ვარ, რომ ბუნდესლიგას მალე აუღებს ალღოს."

სიო ფრანგული კლუბის, "ნანტის" აღზრდილია და საფრანგეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში უთამაშია, ბოლოს კი კოტ დ’ივუარის 20-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდა. ნანტის შემდეგ სიო ესპანეთში წავიდა და "რეალ სოსიედადში" ჩაირიცხა, თუმცა იქ თავი ვერ დაიმკვიდრა – რეზერვისტის სტატუსს ვერ გასცდა და მხოლოდ მეორე გუნდში ათამაშებდნენ. შვეიცარიაში გადასვლის შემდეგ კი პროგრესი განიცადა, "სიონის" ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა და გასულ სეზონში ამ გუნდთან ერთად შვეიცარიის თასი მოიგო. საერთო ჯამში, მან "სიონის" რიგებში 48 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა, რაც გამთამაშებლისა და მეორე ფორვარდის ამპლუის ფეხბურთელისთვის ნამდვილად არ არის ურიგო შედეგი.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ვოლფსბურგმა" შვეიცარიულ კლუბს ჯოვანი სიოს სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო გადაუხადა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მაგათს იაფი, მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენის უტყუარი ალღო აქვს (ახლო წარსულიდან გაიხსენეთ ედინ ჯეკო და გრაფიტე), წესით, ამ ფეხბურთელმა "ვოლფსბურგში" უნდა გაიბრწყინოს.

ფელიქსი ვიერინიაზეც დიდ იმედებს ამყარებს

2015 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი ვიერინიასაც, რომელიც "ვოლფსბურგში" სალონიკის პაოკიდან გადაბარგდა. პორტუგალიელი გარემარბი ბერძნულ კლუბში 2008 წლის ზაფხულიდან თამაშობდა და იქ პუბლიკის ერთ-ერთი უსაყვარლესი მოთამაშე გახლდათ. "ვოლფსბურგთან" ერთად, მის ხელში ჩასაგდებად ინგლისური "ბლექბერნიც" იბრძოდა, მაგრამ ფეხბურთელმა უპირატესობა გერმანულ კლუბს მიანიჭა. სატრანსფერო თანხის ოდენობა გასაიდუმლოებულია.

"ვიერინიაც მრავალმხრივი ფეხბურთელია. თავს ყველაზე კარგად ნებისმიერ ფლანგზე გრძნობს, მაგრამ ნახევარდაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში. ბერძნულ კლუბში ის საუკეთესო მეპასე იყო," - მაგათი ნავაჭრით ძალიან კმაყოფილია.

სამშაბათს, სიოსთან ერთად, ვოლფსბურგში იბრაჰიმ სისოკოც იმყოფებოდა, მაგრამ მისი ტრანსფერი ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი – მაგათის თქმით, მოსაგვარებელი მხოლოდ ფორმალობები დარჩა.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის