ესპანეთი. ლა ლიგა. სეზონის შეჯამება: "ხეტაფე" "ბარსას" ტკივილია - ერთადერთი, რაც პეპის გუნდს საშობაო არდადეგებზე ხინჯად გაჰყვა
და, აი, მივადექით ორ გრანდს, ორ "უცხოპლანეტელს" (სხვების ფონზე ასე ეძახიან მათ ესპანეთის ჩემპიონატში) - "რეალს" და "ბარსელონას".

მაშინ, როცა დანარჩენი 18 გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სტატისტის როლშია, ნამდვილი ბრძოლა ამ ორ გუნდს შორის იმართება. სეზონის ეკვატორთან ჟოზე მოურინიოს გუნდი 3 ქულით უსწრებს ხოსეპ გვარდიოლასას, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს გადამწყვეტი უპირატესობაა. მაშ ასე, "ბარსა" და "რეალი" ჩვენს სტატისტიკურ ჭრილში.

"ბარსელონას" შარშანდელ თამაშს ვინც აკვირდებოდა, ვერ მიხვდებოდა, რად უნდა ამ გუნდს სიახლე, გაძლიერება, რაღაცის შეცვლა - ის ხომ ისედაც ღვთაებრივ ფეხბურთს თამაშობს? მაგრამ დიადის სიდიადე იმაშიც არის, რომ მუდმივ ძიებაშია. რა შეიცვალა კატალონიურ გრანდში? "ახალი სისხლი" ალექსის სანჩესის და სესკ ფაბრეგასის სახით (ასევე ნიჭიერი ახალგაზრდები რეზერვიდან) და ტაქტიკური გადაწყობა, სარისკო 3-4-3-ზე.

რას ვწერდით აგვისტოში

"ზეცაზე ზემოთ" - ერქვა ჩვენ წინათქმას ჩემპიონზე. თუკი ცხრილში ჩავიხედებით და "ბარსელონას" გრაფის მაღლა ავიხედავთ, იქ "რეალს" დავინახავთ. თუმცა ჯერ ხომ წინ მეორე კლასიკოა, თანაც "კამპ ნოუზე", სხვაობა კი სულ 3 ქულაა.

სტატისტიკური მონაგარი

"ხეტაფე" "ბარსას" ტკივილია - ერთადერთი, რაც პეპის გუნდს საშობაო არდადეგებზე ხინჯად გაჰყვა, მადრიდული მარცხი იყო არც თუ ძლიერ მეტოქესთან. რომ არა ეს, ჩემპიონი წაუგებლად ჩაამთავრებდა საშემოდგომო ნახევარს და, ვინ იცის, იქნებ ლიდერადაც დაესრულებინა.

"კამპ ნოუზე" კატალონიელებმა სულ რაღაც 2 ქულა დაკარგეს - 9-დან 8 თამაში მოიგეს, 39 გოლი გაიტანეს და არც ერთი არ გაუშვეს! სტუმრად კი "ბლაუგრანას" უჭირს 7 მატჩიდან მხოლოდ 3 გამარჯვება და ბურთების ლამის მინიმალური დადებითი ბალანსი - 11:8.

გაფრთხილება: 31

2 ყვითელი ბარათი: 0

წითელი ბარათი: 0

პენალტი (გატ): 2/1

პენალტი (გატ) ბარსელონას კარში: 0/0

საშუალო დასწრება: 78 600

დარტყმა (ზუსტი): 264 (123)

დარტყმა (ზუსტი) ბარსელონას კარში: 102 (32)

დარტყმის სიზუსტე: 46,6%

კუთხური: 122

თამაშგარე: 63

ჯარიმა (მათზე): 174 (252)

გოლები

17 მესი

8 ფაბრეგასი

5 სანჩესი, ჩავი, ვილია

2 კვენკა, მეტოქის ავტოგოლი (როვერსიო, "ოსასუნა"; მირანდა, "ატლეტიკო")

1 პედრო, ადრიანო, დანი ალვეში, ტ. ალკანტარა, პუიოლი, პიკე

საგოლე პასები

8 მესი

6 დანი ალვეში

5 ჩავი, ფაბრეგასი

4 ინიესტა

2 ტ. ალკანტარა, პედრო, აბიდალი, ადრიანო

1 ვილია, სანჩესი

გაძევება

არავინ

გაფრთხილება

6 პიკე

3 დანი ალვეში, ბუსკეტსი, მასკერანო

2 მესი, ფაბრეგასი, ვალდესი, სანჩესი

1 ვილია, კვენკა, პედრო, კეიტა, ინიესტა

თამაშები

მეკარეები: ვიქტორ ვალდესი (16 თ), ხოსე პინტო.

მცველები: დანიელ ალვეში (15), ერიკ აბიდალი (14), ადრიანო კორეია (9), ჟერარდ პიკე (9), მაქსველ შერერი (7), კარლეს პუიოლი (7), ანდრეუ ფონტასი (1), მარტინ მონტოია, მარკ ბარტრა.

ნახევარმცველები: ჩავი ერნანდესი (15), სეიდუ კეიტა (14), სერხიო ბუსკეტსი (13), ტიაგო ალკანტარა (13), ფრანსესკ ფაბრეგასი (12), ხავიერ მასკერანო (11), ანდრეს ინიესტა (10), ჯონათან დოს სანტოსი (1), იბრაჰიმ აფელაი (1), ჟერარდ დეულოფეუ (1).

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (16), დავიდ ვილია (15), პედრო როდრიგესი (11), ალექსის სანჩესი (8), ისააკ კვენკა (5).

სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა

3-4-3: ვალდესი - აბიდალი, მასკერანო, პუიოლი - დანი ალვეში, ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი - სანჩესი, მესი, ვილია.

საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი - 16 თამაში, 17 გოლი, 8 საგოლე პასი.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

2. ბარსელონა 16 11 4 1 50-8 37

თარიღი მეტოქე ანგარიში

29 აგვისტო ვილიარეალი (შ) 5:0

10 სექტემბერი სოსიედადი (გ) 2:2

17 სექტემბერი ოსასუნა (შ) 8:0

22 სექტემბერი ვალენსია (გ) 2:2

25 სექტემბერი ატლეტიკო (შ) 5:0

2 ოქტომბერი სპორტინგი (გ) 1:0

15 ოქტომბერი რასინგი (შ) 3:0

23 ოქტომბერი სევილია (შ) 0:0

25 ოქტომბერი გრანადა (გ) 1:0

29 ოქტომბერი მალიორკა (შ) 5:0

6 ნოემბერი ბილბაო (გ) 2:2

19 ნოემბერი სარაგოსა (შ) 4:0

27 ნოემბერი ხეტაფე (გ) 0:1

30 ნოემბერი ვალეკანო (შ) 4:0

3 დეკემბერი ლევანტე (შ) 5:0

11 დეკემბერი რეალი (გ) 3:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
"მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მწვრთნელი ვარ!" - აზერბაიჯანელთა დამრიგებელმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს