107 გრანპრის მონაწილე და "ლე მანის 24-საათიანი რბოლის" გამარჯვებული ქალაქ რურმონდის პოლიციამ დააკავა
ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტისთვის, ჰოლანდიელი იოს ვერსტაპენისთვის არც ისე კარგად დაიწყო 2012 წელი. 107 გრანპრის მონაწილე და "ლე მანის 24-საათიანი რბოლის" გამარჯვებული ქალაქ რურმონდის პოლიციამ დააკავა.

გაზეთ De Standaard-ის ინფორმაციით, დაპატიმრების მიზეზი ის არის, რომ 39 წლის სპორტსმენი თავის გერლფრენდს დაესხა თავს.

დაუდასტურებელი ცნობით, 24 წლის გოგონა სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში მიიყვანეს. არ არის გამორიცხული, რომ მას შეგნებულად დააჯახეს ავტომობილი.

ვერსტაპენი ადრეც იყო შემჩნეული მსგავს ქმედებებში. RTL-ის კორესპონდენტთან საუბარში იოსის ერთ-ერთმა მეზობელმა განაცხადა: "ასეთი რამ პირველად არ ხდება და დროა ის ციხეში ჩასვან. წარმოდგენაც კი მიჭირს რა შეიძლება მოხდეს, როცა მას საპატიმროდან გაუშვებენ".

2008 წელს ჰოლანდიელი უკვე დააპატიმრეს ყოფილ მეგობარ გოგონაზე თავდასხმის გამო, მაგრამ მაშინ მას სამთვიანი პირობითი სასჯელი მისცეს.

10 წლის წინ ჰოლანდიელმა ერთ-ერთ კარტოდრომზე ჩხუბი წამოიწყო, რის შემდეგაც რბოლის ერთ-ერთმა მონაწილემ ყბის მოტეხილობა მიიღო. თუმცა იმ საქმეს გაგრძელება არ ჰქონია.

2009 წლის შემდეგ ვერსტაპენს რბოლებში მონაწილეობა არ მიუღია და მთლიანად თავისი ვაჟის - მაქსის კარიერაზეა გადართული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა