სპორტის ექსპერტი თამაზ თევზაძე სხვდასხვა ქვეყნებში სპორტში ნიჭიერთა აღმოჩენასა და ხელშეწყობაზე საუბრობს
როგორაა ორგანიზებული სპორტში მაღალი მიღწევების ნიჭიერთა აღმოჩენა და ხელშეწყობა აშშ-ი, გაერთიანებულ სამეფოში, ჩინეთში, გერმანიაში, რუსეთში, იტალიაში.

მსოფლიო სპორტის განვითარება დგას სამ ძირითად საყრდენზე: საზოგადოებაზე სპორტული სისტემის, როგორც ზოგად რესურსზე; თავად სპორტის სისტემაზე და გარემოზე, რომელშიც ვითარდება ეს სისტემა - ვკითხულობთ სპორტის ექსპერტის თამაზ თევზაძის წერილში, რომლის ვრცელი ტექსტი მან სპორტულ ორგანიზაციებს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს განსახილველად დაუგზავნა. ავტორი დღეს "ლელოს" სტუმარია.

- ბატონო თამაზ, მოდით, ცალ-ცალკე განვიხილოთ თქვენს მიერ მოხმობილი ის სამი ძირითადი საყრდენი.

- პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოება, როგორც სპორტის რესურსი მოიცავს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და განათლების სისტემებს, მასმედიას, მოსახლეობის განვითარებისა და დასაქმების პროცესებს, საცხოვრებელ სტანდარტებს და პირობებს, ღირებულებათა (ფასეულობათა) სისტემას და ბოლოს სოციალურ სამართლიანობას.

- ახლებური მიდგომით რა მოიზრება სპორტის სისტემაში?

- სპორტის სისტემა, როგორც მაღალი სპორტული მიღწევების რესურსი, მოიცავს სპეციფიკურ ისტორიულ პირობებს და ოლიმპიურ ტრადიციებს, იდეოლოგიურ საფუძველს, სპორტისადმი ინტერესს და მონაწილეობის ხარისხს, ორგანიზაციულ სტრუქტურას (თანამშრომელთა და ენთუზიასტთა ჩათვლით), ფინანსებს, სპორტსმენებს, მწვრთნელებს და სპორტის სპეციალისტებს, ნიჭიერთა აღმოჩენისა და ხელშეწყობის პროცესს, მზადებას, ვარჯიშებს და შეჯიბრებებს, სპორტულ ბაზებსა და მოედნებს, ინფრასტრუქტურას, სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების სისტემას, სპორტსმენთა და მწვრთნელთა სოციალური უსაფრთხოების საკითხებს, დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას, პრიორიტეტებს, თანამედროვე ტენდენციებს, სპეციფიკურ ეროვნულ პროექტებს.

- მოდით, აქვე თქვით მესამე საყრდენზეც და მერე გავაანალიზოთ პრინციპები.

- გარემო, რომელშიც ვითარდება სპორტული სისტემა, მოიცავს: პოლიტიკურ წვლილს, საგანმანათლებლო სისტემისა და მეცნიერების როლს სპორტში წარმატებისათვის, სამხედრო სფეროს მნიშვნელობას, კერძო სექტორს - როგორც სპორტის პარტნიორს, მასმედიას - როგორც სპორტის ინტერესების გამტარებელს, მაყურებელს - როგორც სპორტული მიღწევების გამხმოვანებელს.

- ზემოთ, სისტემასთან მიმართებაში, ტრადიციები ახსენეთ.

- დიახ, ქვეყნის სპორტის სისტემაში მნიშვნელოვანი საკითხია ტრადიციები, რომელნიც ამა თუ იმ ქვეყანას გააჩნია სპორტში. ტრადიციები განსაზღვრავენ იდეოლოგიას, რომელზეც დამყარებულია სპორტის განვითარება. მნიშვნელოვანი ფაქტორია აგრეთვე სპორტული ცხოვრებისადმი საზოგადოების ინტერესი და მონაწილეობის ხარისხი.

- სპორტის განვითარებისთვის რა ფაქტორებია განმსაზღვრელი?

- ორგანიზაციული სტრუქტურა, დაფინანსების მექანიზმები, სწორი მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა. ასევე მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს შეკითხვებს - როგორ არის ორგანიზებული სპორტული მომზადება და როგორ არის მოწყობილი შეჯიბრებები? საამისოდ მექანიზმები ეფექტურად არ არის შემუშავებული, სპორტი, როგორც მთლიანი სისტემა, არ იმუშავებს.

ცხადია, რომ სპორტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს კერძო სექტორი. პროცესის მნიშვნელოვანი დაჩქარება შეიძლება გამოიწვიოს მედიის ჩართვამ.

- მაყურებლის ფუნქციაზე რას იტყოდით?

- მაყურებელი სპორტის განვითარების განუყოფელი ნაწილია. ის გამოხატავს საზოგადოების ინტერესს სპორტისადმი, სადაც მაყურებელი არ არის, იმ ქვეყანაში სპორტის განვითარება შეუძლებელია.

- განვითარების სისტემები ყველგან ერთნაირი ხომ არ არის.

- მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში - ქვეყნის პოლიტიკური მექანიზმები არ მონაწილეობენ სპორტში. სხვა ქვეყნების სისტემებში ასეთი მონაწილეობა უზრუნველყოფილია სახელისუფლო სტრუქტურების ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე.

- ჩინეთის სისტემაზე რას იტყვით?

- იქ ეროვნულ დონეზეა სპორტის საერთო სახელმწიფო ადმინისტრაცია. პროვინციებში და ადგილებზე ფუნქციონირებს მართვის ერთეულები. ამ სტრუქტურების ძალისხმევას აძლიერებს მოსამზადებელი ცენტრები, ხოლო ეროვნულ და რეგიონულ დონეზე - კვლევითი ინსტიტუტები.

სპორტული სკოლები ძირითადად სპორტულ განათლებას აძლევს მოზარდებს ჩვეულებრივი სკოლებისგან განსხვავებით. მნიშვნელოვანია სპორტულ ასოციაციების, კავშირებისა და ფედერაციების როლი.

ჩინეთში დიდი სპორტისათვის ნიჭიერთა აღმოჩენა და ხელშეწყობა იწყება ადგილობრივი სპორტული სკოლების დონეზე. იქ მომზადების შემდეგ სპორტსმენი დაოსტატებას განაგრძობს სპორტის ტექნიკურ ინსტიტუტებში. სკოლებიც და ხსენებული ინსტიტუტებიც ფინანსდებიან.

- აქვე იმ ქვეყნების სისტემებზეც გვითხარით, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში მეწინავეობენ.

- ამერიკასთან დაკავშირებით ზემოთქმულს დავამატებ, რომ სპორტის მართვა მთლიანად შტატების დონეებზე ხორციელდება. თითოეულ შტატს საკუთარი ადმინისტრაციული სისტემა აქვს და მთლიანად კერძო სექტორზეა დამოკიდებული. ამასთან, ნიჭიერთა აღმოჩენასა და ხელშეწყობაში უმთავრეს როლს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ასრულებს. იგი, როგორც დამოუკიდებელი ორგანო ფლობს სრულ პასუხისმგებლობას.

გაერთიანებულ სამეფოში ნიჭიერთა აღმოჩენა და ხელშეწყობა სპორტული პროგრამების საშუალებით ხორციელდება. ქვეყანა თანდათან ზრდის სპორტული სკოლების რაოდენობას. მუშაობს კიდევ ერთი უნიკალური პროგრამა - სპორტის საელჩო სქემა, რომელიც გულისხმობს სპეციალური აგენტების მეშვეობით საგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან პირდაპირი დიალოგის საშუალებით სპორტის ფართო პროპაგანდას.

რუსეთში ეროვნულ დონეზე კოორდინაციას ახორციელებს რუსეთის ფედერალური მთავრობა, მისი სამინისტრო და დეპარტამენტი. ქვედა დონეზე ტერიტორიული სამთავრობო ერთეულები, სპორტის ასოციაციები, კავშირები და ფედერაციები.

ნიჭიერთა აღმოჩენა-ხელშეწყობა ეფუძნება ძლიერი სპეციალური სპორტული სკოლების სისტემას, ოლიმპიური რეზერვების სპორტულ სკოლებს, უფრო მაღალ დონეზე - ოლიმპიური რეზერვების აკადემიას. მსოფლიოში არ მოიძებნება სხვა ქვეყანა, რომელსაც რუსეთის შესადარი სპორტული სკოლების ძლიერი სისტემა გააჩნდეს.

გერმანიაში 2006 წლამდე სპორტს ქვეყნის სპორტის კონფედერაცია განაგებდა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი პირდაპირ არ იყო ჩართული სპორტის სისტემის მართვაში. 2006 წლიდან, ოლიმპიური ასოციაცია თანამშრომლობს ქვეყნის სამთავრობო სტრუქურებთან და სამხარეო და მუნიციპალურ ფედერაციებთან. გერმანიის სისტემა იწყება სოფლებისა და ქალაქების დონეზე და ერთიანდება ეროვნული მასშტაბით. ნიჭიერთა აღმოჩენასა და ხელშეწყობას ააქტიურებს კლუბური შეჯიბრებების სისტემა.მოქმედებს ახალგაზრდების ოლიმპიური მომზადების პროგრამა.

მნიშვნელოვანია სპორტულ სკოლების, კლუბებისა და ფიზიკური მომზადების ცენტრების როლი.

იტალიას გააჩნია საკუთარი უნიკალური სისტემა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიაში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტია სრულუფლებიანი და დამოუკიდებელი ორგანო სპორტის საკითხებში. მის კომპეტენციებში მთავრობა უმნიშვნელოდ ერევა. ნიჭიერთა აღმოჩენასა და ხელშეწყობას ემსახურება სპორტული სკოლებისა და კლუბების სისტემა და სპეციალურ პროგრამები.

საუბარი ჩაიწერა თენგიზ თომაშვილმა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა