"ვიტ ჯორჯიას" ჰყავს კლასიკური ცხრა ნომერი - ბესიკს ასეთ შეფასებას, ალბათ, არავინ დაამადლის, ის ამ გუნდის ერთ-ერთი სახეა
დღეს ზოგი გუნდი უარს ამბობს კლასიკურ ცხრა ნომერზე და სხვანაირად ხლართავს კომბინაციებს. მაღალი, ჯანმაგარი ცენტრალური თავდამსხმელი - ეს პოზიცია ყოველთვის აქტუალური იყო და, მიუხედევად იმისა, რომ ფეხურთში ბევრი რამ იცვლება, ბევრიც უცვლელი რჩება.

ტაქტიკა იმის მიხედვით უნდა შეირჩეს, როგორი ფეხბურთელებიც ჰყავს გუნდს - ზოგი ურყევად მიჰყვება ამ დოგმას და, თუ ასეთი ფორვარდი გამოუჩნდა გუნდს, მწვრთნელიც ცხრა ნომერზე აწყობს შეტევის ფაზებს.

საქართველოს ჩემპიონატში ბევრი არ მოიძებნება მკვეთრად თავისებური ფეხბურთელი, რომელიც, ვინძლო, დიდად თვალისმომჭრელი არ იყოს, მაგრამ საკუთარი სტილითა და თვისებებით ქმნიდეს სახეს, რაც ფეხბურთშიც ძალიან ბევრს ნიშნავს.

"ვიტ ჯორჯიას" ჰყავს კლასიკური ცხრა ნომერი - ბესიკ ჩიმაკაძეს ასეთ შეფასებას, ალბათ, არავინ დაამადლის, ის ამ გუნდის ერთ-ერთი სახეა.

23 წლისას არცთუ უინტერესო ბიოგრაფია აქვს, მისი ასაკისთვის საკმაოდ მდიდარიც, ცოტა როდი უნახავს მოედანზე თუ მის მიღმა.

ალბათ, გახსოვთ თბილისის "ამერი", რომელიც უცბად და ღონივრად შემოვიდა ქართულ ფეხბურთში, ორჯერ მოიგო საქართველოს თასი და მერე დაიშალა. ჩიმაკაძეც იქიდან გამოჩნდა.

"ჯერ იყო კლუბი "მარდი", სადაც გაიოზ დარსაძემ და თამაზ კოსტავამ 1988 წელს დაბადებულებს მოუყარეს თავი. მერე ამ გუნდის ბაზაზე შეიქმნა "ამერი". მარდელებს მართლაც კარგი თავდასხმა გვყავდა - რატი წინამძღვრიშვილი, ბექა გოცირიძე, რევაზ ბარაბაძე და მე", - იხსენებს ჩიმაკაძე და მართლაც, "ამერში" არაერთი საინტერესო ახალგაზრდა შეიკრიბა, გიორგი განუგრავამაც "ამერიდან" დაიწყო გზა.

1988 წელს დაბადებულ ამერელთაგან ამ დროისთვის ცოტა თუ თამაშობს სტაბილურად. ჩიმაკაძე კი "ვიტ ჯორჯიაში" წამყვანი ფორვარდია. სხვათა შორის, "მარდში" იყო თორნიკე გორგიაშვილიც, ვინც ახლა ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა "ზესტაფონში".

ჩიმაკაძე ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს "ამერში", ერთხელ ამერელთა თავკაცმა გიორგი ჩიხრაძემ "ჩიმაკა" მაშინ შეუშვა მოედანზე, როცა გორის "დილასთან" 0:1-ს აგებდნენ. ჩიმაკაძემ საოცარი გოლი გაიტანა მაკრატელათი, მერე სულიკო დავითაშვილს გადააწოდა საგოლე პასი და "ამერმაც" 2:1 მოიგო. ჩიმაკაძეს ადრეც გაჰქონდა, მაგრამ ამ თამაშის შემდეგ მკვეთრი განცხადება გააკეთა - ჩემი ჯერი დგებაო.

"17 წლის ვიყავი, როცა პირველად მიმიწვიეს 21-წლამდელთა ნაკრებში. პორტუგალიაში წავედით ტურნეზე და სამი გოლი გავიტანე. კვარეშმას და ალმეიდას პორტუგალიას ვეთამაშეთ, 1:4 კი წავაგეთ, მაგრამ გამოცდილება მივიღეთ. მომდევნო წელს ახალგაზრდულ ნაკრებში უკვე პეტარ შეგრტმა მიმიწვია და მაშინ იყო, ცუდი ამბავი რომ დამემართა", - გვითხრა ჩიმაკაძემ.

ფეხბურთში იღბალი ხშირად გადამწყვეტია. სპორტი ისეთია, წარმატება მხოლოდ შენზე ვერ იქნება დამოკიდებული. ჩიმაკაძეს 18 წლისას დაემდურა ფორტუნა.

"შესარჩევში ესპანეთთან მატჩის წინა დღეს მაგარი წვიმა იყო. ვარჯიში ეროვნულ სტადიონზე გვქონდა, წვრთნა დასრულდა, მაგრამ შეგრტმა რატომღაც გადაწყიტა, ხუთი წუთი კიდევ დავეტოვებინეთ მოედანზე და ორმხრივი თამაში გავაჩაღეთ, გიორგი ლორიასთან პირისპირ გავედი, ბურთს დავარტყი, ლორია კი საყრდენ ფეხზე დამეჯახა და მომტეხა.

ყველაფერი ისე უცბად მოხდა, ზუსტად ახლაც ვერ აღმიდგენია სიტუაცია. სამწუხაროდ, წვივსაფარი არ მეკეთა. მძიმე ტრავმა მივიღე, წვივის ძვალი დამემსხვრა. საოპერაციო გავხდი, სპეციალური ლითონი ჩამიდგეს, სხვანაირად არ შეხორცდებაო. უნდა აღვნიშნო, როცა ტრავმირებული ვიყავი, შეგრტმა ორჯერ მინახულა, საავადმყოფოშიც და სახლშიც.

ექვსი თვის შემდეგ თამაში განვაახლე, "ამერში" მეტწილად შეცვლაზე ვთამაშობდი, მიუხედავად ამისა, რამდენიმე გოლი გავიტანე. გავიდა კიდევ ექვსი თვე და მეორე ოპერაცია გავიკეთე, ლითონი ამომიღეს. ამის შემდეგ, როგორც იქნა, ფეხს ნორმალურად ვხმარობდი, ფორმაშიც შევდიოდი, მაგრამ ამასობაში "ამერს" პრობლემები შეექმნა და გუნდი საკუთარი ნებით პირველ ლიგაში ჩაქვეითდა."

რა თქმა უნდა, ჩიმაკაძის ამბავი არ მთავრდება, მაგრამ უიღბლობამ და დაუდევრობამ ის უკან დასწია. "ზესტაფონი", სომხური "განძასარი", ბელარუსული "დინამო" და "მტზ-რიპო"... მენეჯერები ჩიმაკაძეს აქეთ-იქით დაატარებდნენ, მაგრამ ვოიაჟებით არაფერი გამოვიდა. 2010 წლის ზაფხულში ბოლნისის "სიონში" მივიდა, ნახევარი სეზონი ითამაშა და მას მერე ვიტჯორჯიელია.

"ვიტ ჯორჯიაში"ფორმის აღდგენა მოვახერხე, თუმცა ეს ის არ არის, რასაც საკუთარი თავისგან ველოდი, მეტი გოლი უნდა გამეტანა. ჯერ 23 წლის ვარ და ვფიქრობ, წინსვლა ისევ შემიძლია".

გოლის შემდეგ რა არის უმთავრესი კლასიკური ცხრა ნომრისთვის?

"მეტოქის კარისკეს ზურგით მდგომმა ბურთი რომ მიიღო, შეინარჩუნო, თანაგუნდელებს წინ წამოსვლის საშუალება მისცე. ვფიქრობ, ეს ნაწილობრივ გამომდის კიდეც", - გვიპასუხა ჩიმაკაძემ.

საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს არაერთი საფეხბურთო ნიუანსი აკლია. მაგალითად, ჩვენთან მოთამაშე ცენტრფორვარდები იშვიათად ან საერთოდ არ გადიან ახლო ძელთან ფლანგური ჩაწოდებისას.

"როცა გუნდი ორი ფორვარდით თამაშობს, ფლანგიდან წამოსულ ბურთზე ერთი წინა ძელთან გადის, მეორე კი მის უკან ელოდება შანსს. "ვიტ ჯორჯია" ერთი ცენტრალური თავდამსხმელით თამაშობს და ამიტომაც წინა ძელთან გასვლა ხშირად არ მიხდება, ამას სიტუაციის მიხედვით ვაკეთებ".

ვიტჯორჯიელთა ცხრა ნომერი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა მიმდინარე სეზონში დასანანი ქულები დაკარგა და ამიტომაც არის მე-7 ადგილზე.

"რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა არ უნდა გაგვიჭირდეს, მომავალ სეზონში კი ვნახოთ, რა როგორ იქნება".

ცხადია, ჩიმაკაძეს საკუთარი მომავალიც აინტერესებს და გვითხრა, რომ:

"ერთ წელიწადში უნდა მოვახერხო იმდენი, რომ უფრო მაღალ დონეზე გავიდე, ყველაფერს თავისი დრო აქვს, თუ ეს ამ პერიოდში ვერ შევძელი, მერე შანსი ნაკლები იქნება".

ბესიკს იმაზეც ვკითხეთ, თუ ვინ მიაჩნია დღეს საქართველოს საუკეთესო ცენტრფორვარდად და პასუხი ასეთი იყო: ნიკა გელაშვილი.

საუბრის ბოლოს კი გვითხრა, დროს მაშინაც არ ვკარგავდი უქმად, როცა ტრავმირებული ვიყავი, ტრენაჟორზე ვვარჯიშობდი და, ჯანი რომ მერჩის, ბუნებრივი მონაცემების გარდა ამის დამსახურებაც არისო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა