ქართველმა ცენტრმა 10:22 წუთს ითამაშა და 5 ორქულიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო
"ატლანტა ჰოუქსმა" ზედიზედ მეორე მატჩში ითამაშა ოვერტაიმი, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ამჯერად გაიმარჯვა. წინა შეხვედრაში ატლანტელებმა სამმაგ ოვერტაიმში "მაიამისთან" შინ დათმეს შეხვედრა, შარლოტში კი "ბობქეთსი" 102:96 დაამარცხეს. ძირითადი დრო 91:91 დასრულდა, თუმცა დამატებით ხუთწუთეულში ზაზა ფაჩულიას გუნდმა იძალა.

ქართველმა ცენტრმა 10:22 წუთს ითამაშა და 5 ორქულიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო. საბოლოოდ მას 2 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დაუგროვდა, რაც აღნიშნული სათამაშო დროის გათვალისწინებით საკმაოდ კარგი შედეგია.

ატლანტელებს ჯოშ სმიტმა ულიდერა, რომელმაც 40 წუთში 23 ქულა, 13 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. "ქორების" ძირითადმა ცენტრმა ალ ჰორფორდმა 43 წუთში 15 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

5 გამარჯვებითა და 3 წაგებით "ატლანტა" "ორლანდოს" გაუთანაბრდა და ამ გუნდთან აღმოსავლეთ კონფერენციაში V-VI ადგილებს იყოფს. მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი შინ "ჩიკაგოსთან" გამართავს.

gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის