ლონდონურ კლუბში იჯარით დაბრუნებული ფრანგი თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში იქნება
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა დაადასტურა, რომ ლონდონურ კლუბში იჯარით დაბრუნებული ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში იქნება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/8 ფინალში "არსენალს" "მილანთან" დაპირისპირება ელის.

"ანრი "არსენალის" განაცხადში იქნება, ეს მართალია. მილანში ანრიმ "ინტერს" სამი გოლი გაუტანა, ამიტომ მისი განაცხადში შეყვანა, ჩვენი მხრიდან ლოგიკური გადაწყვეტილებაა", - თქვა ვენგერმა.

ანრი "არსენალში" "იუვენტუსიდან" 1999 წელს გადავიდა და 8 წლის მანძილზე 364 ჩატარებულ მატჩში 226 გოლი გაიტანა. მისი დახმარებით "მეთოფეები" 2005/06 წლის სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც "ბარსელონასთან" 1:2 დამარცხდნენ. 2007 წელს ანრი კატალონიელთა შემადგენლობაში გადავიდა და ორი წლის შემდეგ "ბარსას" ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა.

"მილანთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩს ლონდონელები 15 თებერვალს სტუმრად გამართავენ. საპასუხო შეხვედრა ინგლისის დედაქალაქში 6 მარტს შედგება.

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"