რონალდო სამ კვირას გამოტოვებს

ბალეარის კუნძულებზე სტუმრობით "სამეფო კლუბმა" დაკარგა ორი ქულა, ორი ფეხბურთელი და დაემხო ჟოზე მოურინიოს ძლევამოსილობის მითი. მოკლედ, სტარტი "რეალს" ხეირიანი ვერ გამოუვიდა. მართალია, "ლოს მერენგესი" აშკარად უკეთესი გუნდი იყო, ვიდრე "მალიორკა", მაგრამ დუდუ ავატეს კარგი თამაშის წყალობით "მალიორკამ" 0:0 შეინარჩუნა.

საკუთარი გუნდის წარუმატებლობის მიზეზები ყველაზე უკეთ ჟოზე მოურინიომ იცის. აი, რა უთხრა ას-ს პორტუგალიელმა სპეციალისტმა: "დაცვამ კარგად ითამაშა, მას პრობლემა არ შექმნია, ეს კი ძალიან კარგია. არადა ჩვენ სულ შეტევაში ვიყავით და მეტოქეს კონტრშეტევის ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ ჩვენმა მცველებმა უნაკლოდ ითამაშეს. "რეალს" გოლის გატანის ბევრი შანსი ჰქონდა, განსაკუთრებით თამაშის მიწურულს. 5-6 საგოლე შანსი გვქონდა, რაც საკმარისი უნდა იყოს გამარჯვებისთვის. ამიტომ, მიმაჩნია, რომ 3 ქულა დავიმსახურეთ. ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ საუკეთესო ფორმასთან. ამ შემთხვევაში კი გუნდმა ორი რამ უნდა გააკეთოს, თავი დაიცვას უნაკლოდ და გამოიყენოს ყველა შანსი. რის გაკეთებასაც ვაპირებთ უახლოეს ხანებში, რადგან მომავალი ორი კვირის განმავლობაში სერიოზული მუშაობის საშუალება არ მოგვეცემა - ფეხბურთელები თავიანთ ნაკრებებში წავლენ. როცა ისინი დაბრუნდებიან, ერთმანეთის მიყოლებით "ოსასუნასთან" და "აიაქსთან" გვაქვს მატჩი, ასე რომ სამუშაო დრო არ გვექნება".

გუშინ ესპანური მედია დილიდანვე ავრცელებდა ხმას, რომ "რეალის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი ახლოს იყო მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლასთან. ბავარიელები, თითქოს, 12 მილიონ ევროს იხდიდნენ მის სანაცვლოდ. საღამოს თავად ფეხბურთელმა უარყო ხმები მისი გერმანიაში შესაძლო გადასვლის შესახებ. "რეალის" კიდევ ერთმა ჰოლანდიელმა, რომელსაც ასევე ნაკლები შანსი აქვს გუნდის ძირითადში დაიმკვიდროს ადგილი, როისტონ დრენტემ ფაქტობრივად ჩაშალა ტრანსფერი - "სამეფო კლუბი" და "მონაკო" პრინციპში თანახმა იყვნენ დრენტეს ტრანსფერზე, მაგრამ ბოლო მომენტში 23 წლის დრენტემ კატეგორიული უარი განაცხადა საფრანგეთში გადასვლაზე. სხვათა შორის, ჟოზე მოურინიოს დრენტე "მალიორკასთან" მატჩის განაცხადშიც კი არ შეუყვანია.

"მალიორკასთან" მატჩში "რეალს" ორი ფეხბურთელი დაემტვრა - კრიშტიანო რონალდო და ლასანა დიარა. რონალდოს მარჯვენა კოჭი დაუზიანეს, მართალია პორტუგალიელმა თამაში ჩაამთავრა, მაგრამ ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა. "რეალის" ექიმების დასკვნით, რონალდო 3 კვირას იუქმებს და პორტუგალიის ნაკრებს კვიპროსთან და ნორვეგიასთან მატჩებში ვერ დააკლდება. სავარაუდოდ, ის ვერც პრიმერას მეორე ტურში ითამაშებს და ვერც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გახსნის მატჩში ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ. ეს ზუსტად ის კოჭია, რომლის "წყალობითაც" რონალდომ გასული სეზონის ორი თვე დაკარგა. დიარამ მარჯვენა ფეხზე კუნთი გაიჭიმა.

ლელო

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა