კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია მომავალში დიდი სანაკრებო ტურნირების კალენდარში რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია მომავალში დიდი სანაკრებო ტურნირების კალენდარში რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს.

ეს ყველაფერი კეთდება მოთამაშეთა და მწვრთნელთა თხოვნით, რომლებსაც მძიმე საკლუბო სეზონების შემდეგ, ნაკრების საკეთილდღეოდ ბევრი მუშაობა უწევთ და თითქმის არ გააჩნიათ დრო საზაფხულო არდადეგებისთვის.

რამდენიმე დღის წინ FIBA-ის გენერალურმა მდივანმა, პატრიკ ბაუმანმა მოსალოდნელი რეფორმის ზოგიერთი დეტალი გაამხილა. ასე მაგალითად, ევროპის ჩემპიონატი ორის ნაცვლად ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება. შესაბამისად, ჩამოყალიბდება ოთხწლიანი ციკლი: ოლიმპიადა, მსოფლიოს ჩემპიონატი და ევრობასკეტი (ან რომელიმე სხვა კონტინენტალური პირველობა). ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირი თავისუფალ ზაფხულს გაიმართება.

თუმცა პროექტი საბოლოო არ არის და მრავალმხრივი შეთანხმება სჭირდება. ზოგიერთი სკეპტიკოსი უკვე აღნიშნავს: FIBA-ევროპა, სავარაუდოდ, არ წავა ევრობასკეტის ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარებაზე, რადგან ამგვარი გრაფიკი მას სერიოზულ ფინანსურ ზარალს მოუტანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"