მოსამართლემ გაითვალისწინა მეივეზერის საკონტრაქტო ვალდებულებები და ნება დართო ამერიკელ მოკრივეს სასჯელის მოხდა პირველ ივნისს დაიწყოს
როგორც ცნობილია, თანამედროვე კრივის ვარსკვლავს ფლოიდ მეივეზერს ყოფილი გერლფრენდის ჯოზი ჰარისის ცემისთვის მისჯილი სამთვიანი ვადის მოხდა 6 იანვარს უნდა დაეწყო, მაგრამ მოსამართლე მელისა სარაგოსამ გაითვალისწინა მეივეზერის საკონტრაქტო ვალდებულებები და ნება დართო ამერიკელ მოკრივეს სასჯელის მოხდა პირველ ივნისს დაიწყოს. მანამდე კი, კერძოდ, 5 მაისს ფლოიდი ლას ვეგასში მორიგ ბრძოლას გამართავს.

მეივეზერის პოტენციურ მეტოქეებად ასახელებენ საულ ალვარესს, რომელიც ფლოიდის მსგავსად ჯერაც დაუმარცხებელია პროფესიულ რინგზე (39-დან 39 მოგება, 29 ნოკაუტით) და რობერტ გერერო (29-1-1, KO18). ამის შესახებ გამოაცხადა Golden Boy Promotions-ის პრომოუტერმა რიჩარდ შეფერმა. მანვე განაცხადა, რომ კომპანია Top Rank-ის პრომოუტერი ბობ არუმი არ არის დაინტერესებული იმაში, რომ

მენი პაკიაო ფლოიდ მეივეზერს შეხვდეს.

ბობ არუმი უახლოეს დღეებში ფილიპინებში ჩავა და პაკიაოს შეხვდება. მათ უნდა განიხილონ ფილიპინელი ვარსკვლავის მორიგი მეტოქის კანდიდატურა. არუმს ოთხკაციანი სია აქვს, რომელშიც შედიან ხუან მანუელ მარკესი, მიგელ კოტო, ტიმოტი ბრედლი და ლამონტ პიტერსონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად