კინაღამ ტრაგედიით დასრულდა გერმანიის ქალაქ ალტენბერგში ბობსლეისტთა სავარჯიშო დაშვებები
კინაღამ ტრაგედიით დასრულდა გერმანიის ქალაქ ალტენბერგში ბობსლეისტთა სავარჯიშო დაშვებები.

სერიოზულ ავარიაში მოხვდა კანადელთა ოთხკაციანი ეკიპაჟი პილოტ კრის სპრინგსის მეთაურობით. კანადელთა ბობი დიდი სიჩქარით შეეჯახა ხის სახურავს და შემდეგ ტრასაზე დაეცა.

ბობსლეისა და ტობოგანის საერთაშორისო ფედერაცია ამ ინციდენტის გამოძიებას აპირებს. სპრინგის ოთხეული ტრასის ბოლოს, მე-15 და მე-16 მოსახვევებს შორის ამოტრიალდა. შედეგად, დაზარალდა ეკიპაჟის სამი წევრი: თავად პილოტი, აგრეთვე მისი თანაშემწეები - ბილ ტომასი და გრემ რინჰოლმი. მეოთხე წევრი ტიმ რედნალი უვნებელი გადაურჩა ამ ავარიას.

სამი კანადელი სპორტსმენის ევაკუაციისთვის ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო. სპრინგს დრეზდენის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა - მას ზურგიდან ხის ნატეხი ამოუღეს. იტყობინებიან, რომ პილოტისა და მისი ეკიპაჟის ორი წევრის მდგომარეობა სტაბილურია.

სპრინგი წარმოშობით ავსტრალიელია, მაგრამ 2010 წლის ოლიმპიადაზე კანადის სახელით გამოდიოდა. ის გამოცდილ ბობსლეისტად არის მიჩნეული, თუმცა გერმანიის ბობსლეისა და ციგაობის კავშირის დირექტორი ტომას შვააბი მიიჩნევს, რომ ავარიის მიზეზი სწორედ გამოცდილი პილოტის შეცდომა გახდა.

"მე-15 ვირაჟის შემდეგ, როგორც ჩანს, სიჩქარე დაკარგეს", - განუცხადა "ბილდს" შვააბმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად