ტრამპლინიდან ხტომაში პრესტიჟული ტურნირების სერია - "ოთხი ტრამპლინის ტურნე" დასრულდა
დასრულდა ტრამპლინიდან ხტომაში პრესტიჟული ტურნირების სერია - "ოთხი ტრამპლინის ტურნე". წელს საიუბილეო, რიგით მე-60 გათამაშება ჩატარდა.

ბოლო, მეოთხე ეტაპს ავსტრიის კურორტმა ბიშოფსჰოფენმა უმასპინძლა. ისევე, როგორც წინა სამი რაუნდი, ეს სტარტიც რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში გაიმართა. პირველი ცდის რამდენჯერმე გადადების შემდეგ, როგორც იქნა ეტაპის 62-მა მონაწილემ შეასრულა პირველი ნახტომი. თუმცა ამინდი ისევ დაფუჭდა და გამოდარების ამაო ლოდინის შემდეგ ორგანიზატორებმა მეორე ცდა გააუქმეს.

პირველი ცდის შედეგების მიხედვით კი გამარჯვებული გამოვიდა ავსტრიელი ტომას მორგენშტერნი, რომელსაც ორი წლის წინ მოგებული აქვს "ოთხი ტრამპლინის ტურნე", მაგრამ ის ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა საერთო ჩათვლაში.

რიგით მე-60 ლაურეატი გახდა მეორე ავსტრიელი, გრეგორ შლირენცაუერი. "შლირის" ბიშოფსჰოფენში იდეალური ნახტომი არ გამოუვილა, ფრენის დროს რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ საერთო გამარჯვების მოპოვებაში ამას ხელი არ შეუშლია.

შლირენცაუერს გაუმართლა იმ მხრივ, რომ გენერალურ კლასიფიკაციაში მისმა მთავარმა კონკურენტმა ანდრეს კოფლერმა უფრო უხეში შეცდომა დაუშვა და ბოლო ეტაპზე საუკეთესო ექვსეულშიც ვერ მოხვდა, რამაც გრეგორს გამარჯვებისკენ გზა გაუხსნა. მან პირველად მოიგო "ოთხი ტრამპლინის ტურნე", რაც მის კარიერაში ჯერჯერობით ყველაზე დიდი გამარჯვებაა.

საერთო ჩათვლა

1. გრეგორ შლირენცაუერი (ავსტრია) - 933,8; 2. ტომას მორგენშტერნი (ავსტრია) - 908,0; 3. ანდრეას კოფლერი (ავსტრია) - 896,9; 4. ანდერს ბარდალი (ნორ) - 895,0; 5. რომან კოუდელკა (ჩეხ) - 881,2; 6. დაიკი იტო (იაპ) - 852,1...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო