არგენტინელი ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო ოფიციალურად გახდა "ბარსელონას" წევრი

არგენტინელი ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო ოფიციალურად გახდა "ბარსელონას" წევრი - მასკერანომ გუშინ სრული სამედიცინო შემოწმება გაიარა. "ლივერპულის" ექს-ფეხბურთელი ჰოსპიტალ დე ბარსელონაში იქაური დროით დილის 8 საათზე გამოცხადდა. მას რამდენიმე აუცილებელი ტესტის ჩაუტარეს, სისხლის და შარდის ანალიზები აუღეს და რენტგენი გადაუღეს. ოთხი საათის შემდეგ მასკერანომ "კამპ ნოუზე" გადაინაცვლა და კლუბის სამედიცინო დარბაზში ჩააბარა რამდენიმე ტესტი გამძლეობაზე. მასკერანოს მდგომარეობა "ბარსელონას" ექიმებმა მოკლედ შეაფასეს - ის ხარივით ჯანმრთელია. მასკერანო მართლაც იშვიათად შავდება, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ მას სერიოზული ტრავმა ჰქონდა.

26 წლის არგენტინელის ნაცვლად "ბარსელონამ" "ლივერპულს" 21 მილიონი ევრო გადაუხადა (პლუს 2-3 მილიონი ბონუსის სახით დაემატება). "ბარსელონასთან" არგენტინელმა 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კატალონიურმა კლუბმა მასკერანოს ფასიც დაადო - ამიერიდან მისი შეძენის მსურველმა გუნდმა "ბარსელონას" 90 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

შეძენასთან ერთად "ბლაუგრანა" კარგავს კიდეც - ყველასთვის ცნობილია, რომ "მილანში" შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გადავიდა. უახლოეს საათებში მისი გზა შეიძლება კიდევ ერთმა ბარსელონელმა, ბრაზილიელმა მაქსველმა გაიაროს. ყოველ შემთხვევაში იბრაჰიმოვიჩის აგენტი მინო რაიოლა ამ ოპერაციას არ გამორიცხავს.

"ბარსელონამ" პირველ ტურში ძალზე იოლად მოუგო "რასინგს". ამ შეხვედრაში ანგარიში ლეო მესიმ გახსნა, რომელმაც კლუბში 131-ე გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით მან სამუელ ეტოო და რივალდო ჩამოიტოვა. გასული სეზონიც რომ ჩავთვალოთ, არგენტინელმა ზედიზედ მეხუთე საჩემპიონატო მატჩში გაიტანა. "ელ სარდინეროზე" არგენტინელმა კარიერაში მე-5 გოლი გაიტანა.

დავიდ ვილიამ თავის პროფესიულ კარიერაში 250-ე გოლი გაიტანა, თან ეს გოლი პირველი იყო "ბარსელონას" მაისურით გატანილი. სხვათა შორის, ვიქტორ ვალდესმა 2008 წლის მარტის შემდეგ პირველად აიღო პენალტი.

ლელო

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...