ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რაული მილიონებზე უარს ამბობს!

რაული მილიონებზე უარს ამბობს!

გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელებს 34 წლის ესპანელი თავდამსხმელის შენარჩუნება სურთ, მაგრამ არ შეუძლიათ იმხელა ხელფასის გადახდა
"ლელოს" მკითხველი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ რაულს "შალკესთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება.

ცნობილია ისიც, რომ გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელებს 34 წლის ესპანელი თავდამსხმელის შენარჩუნება სურთ, მაგრამ არ შეუძლიათ იმხელა ხელფასის გადახდა, რასაც გონსალეს ბლანკო აქამდე იღებდა.

"შალკე" გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრისთვის ყატარში ემზადება, სადაც ვეტერანმა ესპანელმა გულახდილად ისაუბრა და გელზენკირხენელი ფანები მაგრად დააიმედა - მან თქვა, რომ "შალკესთან" ერთად სერიოზული მიზნები აქვს.

"შალკეში" ბედნიერი ვარ და აქედან წასვლა არ მინდა, - განაცხადა რაულმა დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე, - ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მჯერა, რომ "შალკეს" ხელმძღვანელებთან შეთანხმებას მივაღწევ. აქ მთავარი ის კი არ არის, რამდენხნიან კონტრაქტს გავაფორმებ, არამედ ის, რომ ფეხბურთის თამაში მინდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს, ამ მომენტში, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც "შალკედან" წასვლაზე უნდა ვიფიქრო."

ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ რაული "შალკეში" დარჩება. ცნობილია, რომ გელზენკირხენული კლუბის ბოსებთან უკვე შეთანხმებულია მოლაპარაკებების დრო და თარიღი. ამასთან, გაირკვა ისიც, რომ რაულის მეუღლე და შვილები გერმანიაში თავს კარგად გრძნობენ და თანახმა არიან, გონსალეს ბლანკო "შალკეში" დარჩეს. თავად ესპანელს, რომელიც ოჯახთან ერთად არა გელზენკირხენში, არამედ დიუსელდორფში ცხოვრობს, არაერთხელ უთქვამს, რომ მისი მეუღლე და შვილები იქ თავს ჰარმონიულად გრძნობენ.

"შალკესთვის" ერთგულების შეფიცვა რაულისთვის იმასაც ნიშნავს, რომ მან რამდენიმე მილიონზე უარი უნდა თქვას. ესპანელის ხელფასი ამ სეზონის ჩათვლით წელიწადში 7 მილიონი ევროა. ამ თანხიდან 2 მილიონს ჯერ კიდევ "რეალი" უხდის, ხუთს კი "შალკე". ზაფხულიდან "რეალი" 2 მილიონის გადახდას შეწყვეტს და აღარც "ხუმარებს" შეუძლიათ 34 წლის ფეხბურთელისთვის 5 მილიონის მიცემა. როგორც ჩანს, რაულისთვის ფული მართლაც არ არის მთავარი.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონის გეგმებს: "პირველი წრე ძალიან კარგად ჩავატარეთ, რაც იმის უფლებას გვაძლევს, რომ სეზონის მეორე ნახევარს ოპტიმისტურად შევხვდეთ. ჩვენთვის შესაძლოა დიდი პლუსი იყოს ის, რომ "შალკეს" გერმანიის ჩემპიონობის სერიოზულ კანდიდატად არავინ მიიჩნევს, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ლიდერთან ჩამორჩენა 3 ქულაზე მეტი არ იქნება, ვითომ რატომ არ უნდა ვიფიქროთ ჩემპიონობაზე სერიოზულად? ცხადია, "შალკესთან" ერთად ჩემპიონობა ადვილი არ არის, მაგრამ პირველი წრის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, არც არარეალურია. პირადად მე ძალიან მინდა, რომ "ვერცხლის სინს" ხელით შევეხო."

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს...

ესპანეთის ნაკრებში, სადაც 1996-დან 2006 წლამდე 102 მატჩში 44 გოლი გაიტანა, რაული დიდი ხანია აღარ გამოჩენილა და მას მერე, რაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონთა მთავარმა გოლეადორმა, დავიდ ვილიამ უმძიმესი ტრავმა მიიღო, ესპანეთში არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ დიდი შანსია, ვისენტე დელ ბოსკემ რაული ეროვნულ გუნდში დააბრუნოს და გამოცდილი გოლეადორი ევროპის ჩემპიონატზეც იახლოს. რაულის ნაკრებში დაბრუნება არა მარტო ვილიას ტრავმის, არამედ იმის გამოც გახდა რეალური, რომ ფერნანდო ტორესი ძალიან ცუდ ფორმაშია.

ცხადია, ამ ამბებმა რაულის ყურამდეც მიაღწია და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ლიდერი ხსენებულ პრესკონფერენციაზე ნაკრების თემასაც შეეხო: "ესპანეთის ნაკრები დღეს იდეალურად დაკომპლექტებული გუნდია. შესაბამისად, იქ დაბრუნებაზე ერთი წამითაც არ მიფიქრია. თუმცა თუ ვისენტე დელ ბოსკე ამაზე მართლაც დაფიქრდება და ჩემთან გასაუბრებას მოისურვებს, სიამოვნებით დავთანხმდები," - თქვა რაულმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა

"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა

ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა

ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში

კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა

კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა

Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან

[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს

"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა

ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია

ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა

ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე

გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?

მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?

"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს

"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა