მსოფლიოს ჩემპიონატი თერთმეტრიანების სერიის გარეშე მარლაც წარმოუდგენელია და აი, პირველი საფეხბურთო ლატარეაც ვიხილეთ. პარაგვაიმ და იაპონიამ 120 წუთის განმავლობაში ამაოდ
29 ივნისი. პრეტორია. ლოფტუს ვერსფელდი. 36 742

პარაგვაი - იაპონია 0:0 პენ. 5:3

პარაგვაი (4-3-3): ვილარი - ბონეტი, და სილვა, ალკარასი, მორელი - ვერა, ორტიგოსა (75. ბარეტო), რივეროსი - ბენიტესი (60. ვალდესი) - სანტა კრუსი (94. კარდოსო), ბარიოსი.

იაპონია (4-1-4-1): კავაშიმა - კომანო, ნაკაზავა, ტულიო, ნაგატომო - აბე (81. ნაკამურა) - ჰასებე, მაცუი (65. ოკაზაკი), ენდო, ოკუბო (106. ტამადა) - ჰონდა.

პენალტები: ბარეტო (1:0), ენდო (1:1), ბარიოსი (2:1), ჰასებე (2:2), რივეროსი (3:2), კომანო (ხარიხა), ვალდესი (4:2), ჰონდა (4:3), კარდოსო (5:3)

გაფრთხილება: მაცუი (58), ნაგატომო (72), ჰონდა (90), ენდო (114), რივეროსი (118)

მატჩი დაიწყო: იაპონია; დარტყმა: 14(6)-12(4); ჯარიმა: 26-28; კუთხური: 6-5; ბურთის ფლობა: 60%-40%.

არბიტრი: ფრანკ დე ბლეეკერე (ბელგია)

საინტერესო მომენტები

20' - ლუკას ბარიოსმა ერთი მეურვე მოატყუა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა ამ ორთაბრძოლაში კავაშიმამ იმარჯვა.

21' - მაცუიმ დაახლოებით ოცი მეტრიდან დაარტყა და მეტოქის კარის ხარიხა შეაზანზარა.

28' - პარაგვაელებმა კუთხური მოაწოდეს, ბურთი სანტა კრუსს მიუვიდა, რომელმაც ათიოდე მეტრიდან არაზუსტად დაარტყა.

39' - კეისუკე ჰონდამ დაარტყა დაახლოებით ოცი მეტრიდან, მცირდით არაზუსტად.

59' - რივეროსმა თავით დაარტყა მეტოქის კარში, თუმცა კავაშიმა აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე.

95' - ამჯერად, ლუკას ბარიოსმა დაჰკრა თავური და კვლავ მეკარემ იმარჯვა.

98' - ნელსონ ვალდესმა დაარტყა ახლო მანძილიდან და კავაშიმამ გადაარჩინა იაპონია გაშვებულ გოლს.

მსოფლიოს ჩემპიონატი თერთმეტრიანების სერიის გარეშე მარლაც წარმოუდგენელია და აი, პირველი საფეხბურთო ლატარეაც ვიხილეთ. პარაგვაიმ და იაპონიამ 120 წუთის განმავლობაში ამაოდ უტიეს ერთმანეთს და საბოლოოდ, მეოთხედფინალში გამსვლელის ვინაობა პენალტებში გამოავლინეს. თუმცა, უტიეს ცოტა გადაჭარბებულად ნათქვამია - გუნდები პირველ რიგში საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ფიქრობდნენ და გამომდინარე აქედან, მატჩის თერთმეტმეტრიანებამდე მისვლა, სრულიად ბუნებრივი გახლდათ.

ხერარდო მარტინომ ნელსონ ვალდესი თადარიგში დატოვა, რაც თითქოს იმის მომასწავებელი იყო, რომ პარაგვაის 4-4-2 ტაქტიკით უნდა ეთამაშა. თუმცა მთლად ასე არ მოხდა - ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ლუკას ბარიოსი იყო, როკე სანტა კრუსი კი ფლანგიდან თამაშობდა, ისევე როგორც ედგარ ბენიტესი, ანუ ეს ერთგვარად 4-3-3-ც იყო. თუმცა, ეს უკანასკნელი უფრო მეტად გახლდათ ნახევარმცველების დახმარებაზე ორიენტირებული, ვიდრე ამას ვალდესი აკეთებდა წინა შეხვედრებში. მოკლედ, მარტინომ შუა ხაზი გაამაგრა და ამით, შეხვედრამ სანახაობრივი თვალსაზრისით აშკარად წააგო. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ იაპონიაც დაცვაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს და პრინციპში, 120-წუთიანი უგოლო ფრეც ამ ყველაფრის ლოგიკური შედეგი გახლდათ.

ბურთს უფრო ხშირად პარაგვაელები ფლობდნენ და შესაბამისად, მეტი ხიფათიც იაპონელთა კართან შეიქმნა. ბარიოსსაც შეეძლო გატანა და სანტა კრუსსაც, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. ამასთან, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა იაპონიის კიპერმა კავაშიმამ, რომელმაც არაერთი რთული დარტყმა მოიგერია. რაც შეეხებათ ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტოქის ნახევარზე გადასვლით დიდად არ იკლავდნენ თავს. ტრადიციულად, აქტიური იყო კეისუკე ჰონდა, რომელსაც პარაგვაისთანაც შეეძლო თავის გამოჩენა. ტაკეში ოკადამ შინჯი ოკაზაკით სცადა შეტევის გაძლიერება, თუმცა ამ საქმისგან ბევრი არაფერი გამოვიდა.

პრინციპში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული, მაგრამ ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სანახაობრივი თამაში. პარაგვაიმ მეოთხედფინალში გააღწია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრამა მაქსიმუმი შეასრულა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ, სამხრეთამერიკელები ნახევარფინალში გასვლისთვის არ იბრძოლებენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ისე მიიღებენ სამშობლოში, როგორც გმირებს.

საუკეთესო ფეხბურთელი

ეიჯი კავაშიმა (იაპონია)

შესაძლოა ბევრი შეგვედავოს, რადგან კავაშიმამ თერთმეტმეტრიანების სერიაში ყველა დარტყმა გაუშვა - მაგრამ, მიუხედავად ამისა, არჩევანი სწორედ იაპონელთა კიპერზე შევაჩერეთ. ვფიქრობთ, პენალტის გაშვებაში მეკარის დადანაშაულება არ შეიძლება, აი რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, აქ შესანიშნავად წარმოაჩინა თავი და დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის კიპერია. რამდენჯერმე მართლაც რომ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და რომ არა მისი ასეთი გარჯა, თამაში უთუოდ ძირითად დროში დამთავრდებოდა.

მატჩის შემდეგ

როკე სანტა კრუსი (პარაგვაის ნაკრების ფორვარდი): "ძალიან რთული თამაში იყო, რომელიც საბედნიეროდ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. საფეხბურთო ღმერთი სამართლიანია და იმას გადახედა მოწყალე თვალით, ვინც მომდევნო ეტაპზე გასვლა უფრო მეტად დაიმსახურა. მთელი შეხვედრა ჩვენი უპირატესობით წარიმართა და ყველა ლოგიკით, თამაში ძირითად დროშივე უნდა დაგვესრულებინა. თუმცა, ამაზე საუბარი აღარ ღირს - მთავარია, რომ მეოთხედფინალში სწორედ ჩვენ ვიასპარეზებთ".

ლაშა წიკლაური

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"