ბერლინის "ჰერტამ" "ფრაიბურგის" ახალგაზრდა მარცხენა მცველის, ფელიქს ბასტიანსის ტრანსფერი სრულყო
როგორც მოსალოდნელი იყო, ბერლინის "ჰერტამ" "ფრაიბურგის" ახალგაზრდა მარცხენა მცველის, ფელიქს ბასტიანსის ტრანსფერი სრულყო. გადაწყვეტილია, რომ 23 წლის ფეხბურთელი "ფრაიდან" "ჰერტაში" ზაფხულში, სეზონის დასრულებისთანავე უფასოდ გადავა, რადგან ბრაისგაუელებთან კონტრაქტი უმთავრდება.

თუმცა გამორიცხული არც ისაა, რომ ბასტიანსი, რომელსაც დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში, ბერლინში ახლავე გადავიდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფრაიბურგელები ბასტიანსის ტრანსფერიდან მცირე ფინანსური ხეირის ნახვას დათანხმდებიან და მას "ჰერტას" ახლავე და იაფად დაუთმობენ.

დიდი შანსია, რომ ასეც მოხდეს, რადგან "ფრაიბურგში" ბასტიანსი მეორე გუნდშია გადაყვანილი.

ახლა მოხდება ეს, თუ ზაფხულში, ფაქტია, რომ "ჰერტას" ქართველ მარცხენა მცველ ლევან კობიაშვილს ახალი კონკურენტი გამოუჩნდება. აი, რას ამბობს ბერლინელთა ახალი მწვრთნელი მიხაელ სკიბე ამასთან დაკავშირებით:

"ფელიქს ბასტიანსი ლევან კობიაშვილის ძალიან კარგი ალტერნატივაა. გამოცდილმა ქართველმა ფეხბურთელმა პირველ წრეში აბსოლტურად ყველა შეხვედრაში იასპარეზა და მას მეც ასპროცენტიან ნდობას ვუცხადებ, თუმცა კობი ახალგაზრდა აღარ არის და მის შემცვლელზე ფიქრის დაწყების დრო იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა