დღეს, ჩვენი დროით საღამოს 10 საათზე ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება

დღეს, ჩვენი დროით საღამოს 10 საათზე ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, ბოლო დღეს კიდევ მრავალი ტრანსფერი გაიხარჯება, თუმცა ესპანეთში არც გუშინდელი დღე იყო სატრანსფერო ამბებით ნაკლებად დახუნძლული - ხავიერ მასკერანოს "ბარსელონაში" გადასვლაზე უკვე დავწერეთ. ახლა სხვა გაჩარხულ ტრანსფერებზეც გიამბობთ.

"ესპანიოლმა" "სევილიას" ნახევარმცველი ალდო დუშერი აიყვანა. დუშერის სანაცვლოდ ბარსელონურ გუნდში არაფერი გადაუხდია, რადგან მან ჯერ კონტრაქტი გაწყვიტა ანდალუსიელებთან. არგენტინელი "ესპანიოლში" მოისეს ურტადოს შეცვლის, რომელიც ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" გადავიდა. დუშერი ესპანეთში 2000 წლიდან თამაშობს, მან 7 სეზონი გაატარა "დეპორტივოში".

ფრანგი ფორვარდი დავიდ ტრეზეგე უკვე ალიკანტეშია, ის პრიმერა დივიზიონში დაბრუნებულ "ერკულესთან" ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. "მოხარული ვარ რომ ალიკანტეში ვარ. ჩემთვის ესპანურ ლიგაში თამაში, კარიერის ახალი ეტაპია", - განაცხადა "იუვენტუსის" ყოფილმა შემტევმა.

"ოსასუნამ" მცველი დაიმატა, ნავარულმა კლუბმა "ბეტისისგან" ერთი წლით ნელსონი ინათხოვრა. კაბო ვერდეს მკვიდრი 27 წლისაა და ის 2007 წელს გადავიდა "ბეტისში" "ბენფიკადან". კამაჩოს ჯერ კიდევ ეძებს სესარ ასპილიკუეტას შემცვლელს და შესაძლოა, ის ნელსონი იყოს.

"ვალენსიამ" თავისუფალი აგენტის სტატუსით სამშობლოში გაუშვა 27 წლის შემტევი ნახევარმცველი უგო ვიანა, რომელზეც ადრე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ვიანამ "ბრაგასთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ "ბრაგა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

ესპანური ტრანსფერები

(17 აგვისტოდან დღემდე)

ფეხბურთელი საიდან სად თანხა

ოსკარ ტრეხო მალიორკა რაიო ვალეკანო იჯარა

სერხიო გარსია ბეტისი ესპანიოლი 1,8 მლნ ევრო

არონ ნიგუესი ვალენსია უელვა თავ. აგენტი

ხორდი პაბლო მალაგა კარტახენა იჯარა

ნელსონ ვალდესი (პარ) ბორუსია ერკულესი 3,8 მლნ ევრო

მესუთ იოზილი (გერ) ვერდერი რეალი 15 მლნ ევრო

დანიელ ტორიბიო მალაგა პონფერადინა იჯარა

კარლოს კარმონა უელვა ბარსელონა ბ თავ. აგენტი

ხუანმი კალეხონი მალიორკა კორდობა თავ. აგენტი

ნანო ბეტისი ლევანტე თავ. აგენტი

როდრი ერკულესი ხიმნასტიკი თავ. აგენტი

დავიდ ფუსტერი ვილიარეალი ოლიმპიაკოსი თავ. აგენტი

ალექსანდრ. ციოლისი (საბ) სიენა რასინგი იჯარა

მოჰამედ სარი (სენ) სტანდარდი ერკულესი 0,3 მლნ ევრო

ანდერ მურილიო ბილბაო სელტა თავ. აგენტი

ანდრია დელიბაშიჩი (მონ) ერკულესი რაიო ვალეკანო თავ. აგენტი

ედუარდო სალვიო (არგ) ატლეტიკო ბენფიკა იჯარა

ხავი ვენტა ვილიარეალი ლევანტე თავ. აგენტი

ადრიან გონსალესი ხეტაფე რასინგი თავ. აგენტი

ტონი მორალი რასინგი კარტახენა თავ. აგენტი

პაბლო დე ბაროში (ბრა) სარაგოსა კრუზეირო იჯარა

ნელსონ კუევასი (პარ) ოლიმპია ალბასეტე თავ. აგენტი

ასიერ დელ ორნო ვალენსია ლევანტე იჯარა

ნაჩო გონსალესი (ურუ) ვალენსია ლევანტე იჯარა

ხავიერ ჩევანტონი (ურუ) სევილია ლეჩე თავ. აგენტი

კლაუდიო მორელი (პარ) ბოკა დეპორტივო თავ. აგენტი

ჯეფრი სარპონგი (ჰოლ) აიაქსი რეალ სოსიედადი თავ. აგენტი

სებასტიენ სკილაჩი (საფ) სევილია არსენალი თავ. აგენტი

კნუტ რინდაროი (ნორ) მიოლდე დეპორტივო იჯარა

ლოლო სევილია ოსასუნა თავ. აგენტი

მოისეს ურტადო ესპანიოლი ოლიმპიაკოსი 2 მლნ ევრო

ალექსის რუანო ვალენსია სევილია 5 მლნ ევრო

პიეტ ველტჰუიზენი (ჰოლ) ვიტესი ერკულესი 0,5 მლნ ევრო

ხორდი ფიგუერასი რუბინი ვალიადოლიდი თავ. აგენტი

ხუანხო ესპოზიტო რასინგი სალამანკა თავ. აგენტი

როვერსიო (ბრა) ოსასუნა ბეტისი იჯარა

ადამ პინტერი (უნგ) მტკ სარაგოსა თავ. აგენტი

ვიქტორ სანჩესი ბარსელონა ხეტაფე იჯარა

დანი ბაუტისტა ერკულესი ხირონა თავ. აგენტი

ფერნანდო კავენაგი (არგ) ბორდო მალიორკა იჯარა

ედსონ რამოსი (ბრა) ბუნიოდკორი მალიორკა თავ. აგენტი

ჟოაო ვიქტორი (ბრა) ბუნიოდკორი მალიორკა თავ. აგენტი

მეჰმეთ აურელიო (თურ) ბეტისი ბეშიქთაში თავ. აგენტი

ლუდოვიკ დელპორტი (საფ) ოსასუნა ხიმნასტიკი თავ. აგენტი

ხავიერ მასკერანო (არგ) ლივერპული ბარსელონა 22 მლნ. ევრო

იბრაჰიმა ბალდე (სენ) ატლეტიკო ნუმანსია იჯარა

სინამა პონგოლი (საფ) სპორტინგი სარაგოსა იჯარა

მარკოს გარსია ვალიადოლ. ვილიარეალი ბ იჯარა

ზლატ. იბრაჰიმოვიჩი (შვე) ბარსელონა მილანი იჯარა

დავიდ ტრეზეგე (საფ) იუვენტუსი ერკულესი თავ. აგენტი

მარტინ კასერესი (ურუ) ბარსელონა სევილია იჯარა

როდოლფო ბოდიპო (გვ) დეპორტივო ელჩე იჯარა

ნელსონ მარკოსი (კ/ვერ) ბეტისი ოსასუნა იჯარა

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა