სამულენასმა სატრანსფერო ბაზარზე პირველ რიგში ჩაჩიბაია დაიმატა, რომელსაც ლიტვაში, საბონისის აკადემიაში ავარჯიშებდა
რიმვიდას სამულენასი "სოხუმის" მწვრთნელია და შეიძლება გაგიკვირდეთ, აქამდე ტატო ჩაჩიბაიას უმაღლეს ლიგაში სოხუმურ კლუბში როდის უთამაშია, მის დაბრუნებაზე რომ წერთო.

საქმე ისაა, რომ სამულენასი ტატოს ადრეც ავარჯიშებდა - ლიტვაში, საბონისის აკადემიაში. ასე რომ, ლიტველი სპეციალისტი ჩაჩიბაიას აქამდეც კარგად იცნობდა და საქართველოს ჩემპიონატში სატრანსფერო ბაზარი რომ გაიხსნა, პირველ რიგში ტატო გადაიბირა.

"სოხუმის" ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: "გუნდი აქტიურად ემზადება ოლიმპიური ჩემპიონების მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის მემორიალისა (16-20 იანვარი) და საქართველოს თასისთვის (23-30 იანვარი). ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი გახლდათ ტატო ჩაჩიბაიას დამატება, რომელიც ბოლო წლებში ლიტვასა და საქართველოს კლუბებში გამოდიოდა. ტატო (201 სმ) მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში წარმატებით თამაშობდა.

ჩაჩიბაია რამდენიმე დღეა "სოხუმის" რიგებში ვარჯიშობს. გუნდის მთავარი მწვრთნელი რიმვიდას სამულენასი, სამწვრთნელო შტაბის წევრები და კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებენ, რომ ტატო "სოხუმს" ახალ იმპულსს შეჰმატებს და გუნდს სათანადოდ გააძლიერებს. საყურადღებოა, რომ ტატომ ლიტვური ენა კაუნასში ცხოვრების დროს შეისწავლა და მწვრთნელთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდება.

ჩაჩიბაია დაიბადა და აღიზარდა ზუგდიდში. კალათბურთის თამაში მწვრთნელის სლავა ებრალიძის ხელმძღვანელობით დაიწყო. 2002 წელს ვაჟა კვარაცხელიას მოწვევით თბილისში გადავიდა და სოხუმის "კოლხას" ბავშვთა გუნდში ასპარეზობდა. 2004 წელს "კოლხას" (მწვრთნელი ლიკა ქაჯაია) შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა 16 წლამდე ასაკობრივ გუნდებს შორის. 2003 წელს იყო ჭაბუკ კალათბურთელთა კემპში ესპანეთში და მიიღო ყველაზე პერსპექტიული მოთამაშის პრიზი.

2004 წლის მეორე ნახევრიდან ჩაჩიბაია ლიტვაში გაემგზავრა და 4 წელი საბონისის სახელობის სკოლის ჭაბუკთა გუნდში თამაშობდა. მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში "ლიტვის ჭაბუკთა ჩემპიონატის ვარსკვლავები". საბონისის სკოლის გუნდში ტატოს გარკვეული დროით ავარჯიშებდა მწვრთნელი რიმვიდას სამულენასი, რომელიც 2011 წლის ნოემბრიდან "სოხუმის" მთავარი მწვრთნელია.

2009 წლიდან ტატო კვლავ საქართველოს სუპერლიგაში თამაშობს: ჯერ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, მოგვიანებით კი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდში. 2011 წლის სექტემბრიდან საქართველოს იგი ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოდიოდა.

ტატო ჩაჩიბაიას უთამაშია საქართველოს 16, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებში."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად