ნუკრი რევიშვილი ეროვნულ ნაკრებში შესანიშნავ განწყობაზე მიდის...

ნუკრი რევიშვილი ეროვნულ ნაკრებში შესანიშნავ განწყობაზე მიდის - სანაკრებო პაუზის წინ მისმა "ანჟიმ" 1:0 მოუგო "სიბირს", თავად ჩვენებურმა კი 90 წუთი დამაჯერებლად ითამაშა. ითამაშა ოთარ ხიზანეიშვილმაც, რომელმაც შესვენებაზე სერბი პეკოვიჩი შეცვალა და თამაშის შემდეგ გაჯი გაჯიევის შექებაც დაიმსახურა. არ უთამაშია ზურაბ არზიანს, რომელიც წინა დღით დუბლებში გამოჩნდა. "ანჟი" 23 ქულით მე-10 ადგილზეა და გასავარდნ ზონას უკვე 10 ქულით უსწრებს.

უკრაინაში მე-8 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა ქართველთა მონაწილეობით. ლვოვში "კარპატიმ" 1:0 მოუგო "ვოლინს", სანდრო გურული 44-ე წუთზე შეცვალეს. "დნიპრო" კი შინ 1:2 დამარცხდა დონეცკის "მეტალურგთან". მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა უჩა ლობჟანიძემ. კარგი სტარტის შემდეგ "დნიპრო" (16 ქულა) მე-3 ადგილზე ჩაეშვა, "კარპატის" 14 ქულა აქვს და მეხუთეა.

სერია B-ს მე-2 ტურში "ემპოლიმ" 0:0 ითამაშა "პესკარასთან". ლევან მჭედლიძემ კრისტიან ჩეზარეტი 68-ე წუთზე შეცვალა, მაგრამ თავი ვერ გამოიჩინა.

მეორე ბუნდესლიგაში ლევან კობიაშვილის "ჰერტამ" სტუმრად 2:1 მოუგო "დიუსელდორფს". ლევან კობიაშვილმა 90 წუთი ითამაშა. "ჰერტას" შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა - 6 ქულა ორ მატჩში.

ლელო

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს