მანუჩარმა 4 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ხოლო გიორგი შერმადინმა 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა მოაგროვა
მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუმ" იტალიის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა მოიგო. კანტუელები მორიგ ტურში საკუთარ მოედანზე "ბიელას" დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ 66:61 იმარჯვეს.

სასტარტო ხუთეულში იყო მანუჩარ მარკოიშვილი, რომელმაც მოედანზე 18 წუთი გაატარა. მანუჩარმა 4 ცდიდან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი ააცილა, ხოლო ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა. საბოლოოდ, ქართველმა უკანახაზელმა 4 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

გიორგი შერმადინი მოედანზე 17 წუთით გამოჩნდა და 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა ყველა ბურთი ჩააგდო, რაც კი ესროლა: 4 საჯარიმო და 1 ორქულიანი. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით შერმადინს მხოლოდ მაარტენ ლუნენმა და დენის მარკონატომ აჯობეს.

9 მოგებითა და 5 მარცხით "კანტუ" ცხრილში მე-4 ადგილზეა. 9 მოგებითა და 4 მარცხით მესამეზეა ვიქტორ სანიკიძის "კანადიან სოლარი", რომელიც ამ ტურში სტუმრად "სკავოლინის" ეთამაშება.

ამავე ტურში ითამაშა ნიკა მეტრეველის "დინამო სასარიმ", რომელმაც შინ ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ "სიენასთან" შინ 91:75 წააგო.

ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ 24 წუთს ითამაშა და 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მეტრეველმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო გამოიყენა. სარდინიელები 7-7 მოგება-წაგებით მე-8 ადგილზე იმყოფებიან.

gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!