ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი დემეტრაძის განაცხადი სტრასბურგის სასამართლოში შევიდა

გიორგი დემეტრაძის განაცხადი სტრასბურგის სასამართლოში შევიდა

მსჯავრდებული ფეხბურთელი საქართველოს ხელისუფლებას ევროკონვენციის სამი მუხლის დარღვევაში ედავება
ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის განაცხადი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შევიდა.

ქურდული სამყაროს წევრობაში მსჯავრდებული ფეხბურთელი საქართველოს ხელისუფლებას ევროკონვენციის სამი მუხლის დარღვევაში ედავება; ევროკონვენციის მეექვსე მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მესამე მუხლი (არაადამიანური მოპყრობა) და მერვე მუხლი (პირადი ცხოვრება).

როგორც "ინტერპრესნიუსს" დემეტრაძის ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ განუცხადა, არაადამიანური მოპყრობა რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში გამოიხატა, სადაც მსჯავრდებულს ორი კვირის განმავლობაში ბარათის გამოყენების საშუალებას არ აძლევდნენ. შესაბამისად, ორი კვირის განმავლობაში დემეტრაძე ვერ ყიდულობდა ჰიგიენურ საშუალებებს და საკვებს.

რაც შეეხება მეექვსე მუხლის დარღვევას, ადვოკატის განმარტებით, სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო იყო. დანაშაულის ნიშნების არარსებობის მიუხედავად, დემეტრაძეს მსჯავრი ქურდული სამყაროს წევრობაში დასდეს და 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ადვოკატის განმარტებით, მერვე მუხლის დარღვევის მტკიცებულებებიც გააჩნიათ. ფხალაძის თქმით, დემეტრაძე დააკავეს იმის გამო, რომ ვატო ყიფიანის და დავით გაგნიძის მეგობარი იყო. ფხალაძის განცხადებით, ევროკონვენციის მერვე მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება პირადი ცხოვრების, სამეგობრო წრის არჩევის. "საქმეში არსებობს პოლიციის დახასიათება, სადაც აღნიშნულია, რომ დემეტრაძე გაგნიძისა და ყიფიანის მეგობარია და კრიმინალია",-აღნიშნავს ადვოკატი.

სასამართლომ გიორგი დემეტრაძეს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დემეტრაძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა ქონება - მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული 30 000 აშშ დოლარი.

საქალაქო სასამართლომ 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა დემეტრაძესთან ერთად დაკავებულ დავით გაგნიძეს. მას დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული 10 700 აშშ დოლარი; ხოლო დემეტრაძესთან ერთად დაკავებულ დავით ფეიქრიშვილთან, ბრალის აღიარების საფუძველზე, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და მას 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ფეიქრიშვილს სასჯელიდან 2 წლის მოხდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განესაზღვრა, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ფეიქრიშვილს დაეკისრა ასევე ჯარიმის გადახდა 30 000 ლარის ოდენობით.

დემეტრაძეს, გაგნიძეს და ფეიქრიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში - ქურდული სამყაროს წევრობაში ედებოდათ. საქმე ეხება 2010 წლის, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ე.წ. "მაზავშიკებთან" მოგებულ თანხებს. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, აღნიშნული თანხების ამოღებისა და შემდგომი გადანაწილების პროცესში მოგებულებს ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი აქტიურად ეხმარებოდნენ, ხოლო მოგებული თანხის გარკვეული ნაწილი, "ქურდულ საერთოში" იყრიდა თავს. თანხის გადაცემის მომენტში მოხდა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების დაკავება. მათი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 40 700 აშშ დოლარი ამოიღეს.

ვატო ყიფიანს მსჯავრი დაუსწრებლად დაედო და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

"ინტერპრესნიუსი"

• d

თავისუფლება დემეს!

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება

იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის

ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო

"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს

სპალეტი შეიძლება გადააყენონ

გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა

"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა

ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა

"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა

"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა

"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს

[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა

ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა

ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია

გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია

იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება

სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ